კატეგორიები

ისრაელის პრემიერ-მინისტრი „ჰამასის“ მებრძოლებს დანებებისკენ მოუწოდებს

ისრაელის პრემიერ-მინისტრი „ჰამასის“ მებრძოლებს დანებებისკენ მოუწოდებს
ისრაელის სამხედროები ამბობენ, მათ  ყოველდღიურად „ჰამასის“ ათობით მებრძოლი ბარდება.

ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ „ჰამასის“ წევრებს დანებებისკენ მოუწოდებს.

„ჰამასი“ პირობის გარეშე უარს ამბობს დანებებაზე. მოძრაობის სამხედრო ფრთის, ალ-ქასამის ბრიგადის წევრები  აცხადებენ, რომ არც ერთი მძევალი არ გათავისუფლდება, სანამ მათი მოთხოვნები არ შესრულდება.

ამასთანავე, ჟენევაში ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ მიიღო რეზოლუციის პროექტი, რომელიც ღაზაში ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტასა და შეუფერხებელ ჰუმანიტარულ წვდომას ითვალისწინებს.

ჯანმოს გენერალური დირექტორი ტედროს ადანომ გებრეისუსი აღნიშნავს, რომ მიმდინარე კონტექსტის გათვალისწინებით, საჭირო რაოდენობის ჰუმანიტარული დახმარების მიწოდება შეუძლებელია. მისი თქმით, ცეცხლის შეწყვეტის გარეშე არ იქნება მშვიდობა, მშვიდობის გარეშე კი ადამიანების ჯანმრთელობას საფრთხე ემუქრება.

ამავდროულად, მსოფლიო სასურსათო პროგრამაში აცხადებენ, რომ ღაზის მოსახლეობა შიმშილის ზღვარზეა.  ადამიანების 80 პროცენტზე მეტი ვერ იღებს საკმარის საკვებს.

Related news
დასავლეთ სანაპიროზე ისრაელელებმა პალესტინელების ათეულობით სახლი და სხვა ნაგებობა დაანგრიეს ისრაელის პრეზიდენტი იცხაკ ჰერცოგი ავსტრალიის პრემიერს ენტონი ალბანესს შეხვდა
სხვა ამბები