მთავარიაზიაღაზასამხედრო მოქმედებები ღაზის სექტორის მთელ ტერიტორიაზეა გაშლილი

სამხედრო მოქმედებები ღაზის სექტორის მთელ ტერიტორიაზეა გაშლილი

ისრაელსა და “ჰამასს” შორის სრულმასშტაბიანი სამხედრო მოქმედებები განახლდა, ეს ნიშნავს, რომ განახლდა უდანაშაულო ადამიანების, მათ შორის არასრულწლოვანების დაღუპვა. შეტაკება და სამხედრო მოქმედებები ღაზის სექტორის ყველა მიდამოში მიმდინარეობს, ისრაელის თავდაცვის ძალების ახალი სამიზნე ღაზის სექტორის სამხრეთ ნაწილში მდებარე ქალაქი ხან იუნისია, სადაც ისრაელის სადაზვერვო სამსახურის წარმომადგენელთა განცხადებით, ორგანიზაცია “ჰამასის” მეთაურობა არის განთავსებული.

ისრაელის თავდაცვის ძალები ღაზის სექტორში იბრძვიან.


სამხედრო ოპერაციის მთავარი მიზანი ამ ეტაპზე “ჰამასის” კუთვნილი საიდუმლო გვირაბების განადგურებაა.

პალესტინელი ახალგაზრდა “ჰამასის” მიერ მოწყობილ გვირაბში, რომელიც გამოყენებული იყო სამხედრო სწავლებისთვის იარაღის გამოფენის დროს, ღაზის სექტორი, 2016 წელი Copyright AP Photo/Adel Hana

ისრაელის არმიის წარმომადგენელთა განცხადებით, “ჰამასს” დაახლოებით 800-ამდე გვირაბი აქვს სექტორის მასშტაბით გათხრილი, მათგან კი 500-ამდე უკვე განადგურებულია.

ისრაელელი ჯარისკაცები ისრაელ-ღაზის საზღვართან აღმოჩენილ გვირაბში, 2013 წელი Copyright AP Photo/Tsafrir Abayov

“ჰამასის” მეთაურობის ბრძანებით გვირაბები სკოლებისა და საბავშვო ბაღების შენობების ქვეშ არის გაყვანილი, ამ გვირაბებში კი დიდი რაოდენობით შეიარაღება და ტყვია-წამალი ინახება.

სამხედრო მოქმედებები ახლა ღაზის სექტორის მთლიან ტერიტორიაზეა გაშლილი.

ისრაელის არმია მოუწოდებს მოსახლეობას ღაზის სექტორის სიდიდით მეორე ქალაქის, ხან იუნისის, დატოვებისკენ. სამხედრო-საჰაერო კამპანია გრძელდება ღაზის სექტორის ჩრდილოეთ ნაწილშიც.

ისრაელის დაბომბვის შედეგად გარდაცვლილ პალესტინელებს ახლობლები გლოვობენ, ღაზის სექტორი, 4 დეკემბერი, 2023 წელი Copyright AP Photo/Mohammed Dahman

სამხედრო მოქმედებების ფონზე დიპლომატიური პროცესიც ვითარდება. როგორც ისრაელის, ასევე “ჰამასის” წარმომადგენლები დროებითი ზავის შეწყვეტაში ერთმანეთს სდებენ ბრალს.

ციპი ჰოთოველი, ისრაელის ელჩი გაერთიანებულ სამეფოში: “”ჰამასმა” დროებითი ზავი დაარღვია. “ჰამასის” ტყვეობაში ქალები და არასრულწლოვანები იმყოფებიან, საერთო ჯამში “ჰამასის” ტყვეობაში ჩვენი 100-ზე მეტი მოქალაქე რჩება, “ჰამასმა” ჩვენს ქალაქებს ცეცხლი გაუხსნა, ეს ომი მანამ გაგრძელდება, სანამ “ჰამასი” არ განადგურდება”.

ოსამა ჰამდანი, ლიბანში “ჰამასის” წარმომადგენელი: “ოკუპანტები განაგრძობენ ჩვენს მშვიდობიან მოსახლეობაზე თავდასხმას, ვადასტურებთ დროებითი ზავის გახანგრძლივების სურვილს, მაგრამ მეორე მხარე ამ დისკუსიაში მონაწილეობის მიღებაზე ჯერჯერობით უარს აცხადებს”.


საბრძოლო მოქმედებების არეალის გაფართოება ღაზის სექტორში ჰუმანიტარულ ვითარებას ართულებს. ამ ეტაპზე კონფლიქტის შედეგად ორივე მხარეს 15 ათასზე მეტი ადამიანია დაღუპული.

ისრაელის დაბომბვის შედეგად ჩამონგრეული შენობები რაფაჰში, ღაზის სექტორი, 4 დეკემბერი, 2023 წელი Copyright AP Photo/Hatem Ali

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend