ისრაელის თავდაცვის ძალებმა განაცხადეს, რომ ისრაელსა და „ჰამასს“ შორის გაფორმებული შეთანხმების თანახმად, „ჰამასმა“ 10 ისრაელელი და ოთხი ტაილანდელი მძევალი გაათავისუფლა.
თავის მხრივ, ისრაელმა 30 პალესტინელი პატიმარი გამოუშვა ციხიდან. ერთ-ერთი მათგანი იყო აჰედ ტამიმი, 22 წლის აქტივისტი, რომელიც პოპულარული მას შემდეგ გახდა, რაც სოციალურ მედიაში გავრცელდა ვიდეო, რომელშიც ასახულია, როგორ ურტყამს ისრაელელ ჯარისკაცს.
ისრაელის ჯარებმა აჰედი 6 ნოემბერს დასავლეთ სანაპიროზე საკუთარ სახლში დააკავეს.
ისრაელის ციხეებიდან გათავისუფლებული 180 პალესტინელიდან უმეტესობა მოზარდია. მათი დაკავების მიზეზი ისრაელის სამართალდამცველებთან დაპირისპირებაა
საერთაშორისო შუამავლები განაგრძობენ მუშაობას ღაზაში ზავის გახანგრძლივებაზე. ისინი იმედოვნებენ, რომ „ჰამასი“, რომელსაც აშშ-სა და ევროკავშირში ტერორისტულ ორგანიზაციად მიიჩნევენ, პალესტინელი პატიმრების სანაცვლოდ სხვა მძევლებსაც გაათავისუფლებს.
ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება 24 ნოემბრიდან მოქმედებს. პაუზა ითვალისწინებს ღაზიდან ისრაელელი მძევლების გათავისუფლებას, ისრაელის ციხეებიდან პალესტინელი პატიმრების გამოშვებასა და პალესტინელთათვის ჰუმანიტარული დახმარების მიწოდებას.
დროებითი ზავის დროს, ღაზაში მცხოვრები მშვიდობიანი მოქალაქეები დანგრეულ სახლებში დაბრუნდნენ. საომარ ვითარებას თან ახლავს გაუარესებული ამინდი, რის გამოც პალესტინელებს სულ უფრო მეტად უჭირთ ღია ცის ქვეშ ღამის გატარება. https://t.co/dy1lTRydGj
— Euronews Georgia (@EuronewsGeorgia) November 29, 2023
რაფაჰის გადასასვლელიდან ჰუმანიტარული დახმარების მანქანები ღაზაში შედიან
ამასთან, საუდის არაბეთის მეფე სალმანმა 23 სამაშველო თვითმფრინავი გაგზავნა , რომლებითაც 542 ტონაზე მეტი ჰუმანიტარული დახმარება გადაიტანეს.