კატეგორიები

უკრაინული მხარე აცხადებს, რომ რუსების მიერ გაშვებული 71 დრონი ჩამოაგდეს

უკრაინული მხარე აცხადებს, რომ რუსების მიერ გაშვებული 71 დრონი ჩამოაგდეს
რუსული მხარე აცხადებს, რომ მათ აზოვის ზღვის თავზე ორი უკრაინული რაკეტა, მოსკოვის, ბრიანსკის, სმოლენსკისა და ტულის რეგიონებში კი 20-ზე მეტი უპილოტო საფრენი აპარატი გაანეიტრალეს.

საჰაერო განგაშის ხმა ისმოდა ასევე ანექსირებულ ყირიმში, ქერჩის ხიდზე კი დროებით შეწყდა მოძრაობა. ტულის რეგიონში ჩამოგდებული ერთ-ერთი დრონი საცხოვრებელ სახლს დაეცა, თუმცა გარდაცვლილთა შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება. მუშაობა დროებით  შეჩერდა ვნუკოვოსა და დომოდედოვოს აეროპორტებშიც.

გასულ შაბათს უკრაინულმა მხარემ მოსკოვი დაადანაშაულა თავდასხმაში, რომელშიც 75 დრონი იყო გამოყენებული. უკრაინელებმა, როგორც თავად ამბობენ, 71 დრონი გაანეიტრალეს. მათი თქმით, ეს ომის დაწყებიდან დრონებით განხორციელებული ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური იერიში იყო.

თავდასხმის შედეგად დაშავდა 5 ადამიანი. ათეულობით საცხოვრებელ კორპუსსა და შენობას შეუწყდა ელექტროენერგიის მიწოდება.

Related news
უკრაინა დასთანხმდა დაზიანებული მილსადენ „დრუჟბის“ შემოწმებას კიევი მოლაპარაკებებისთვის მზადაა, თუმცა შემდგომ ნაბიჯებს ვაშინგტონისა და მოსკოვისგან ელოდება
სხვა ამბები