კატეგორიები

ინვესტორთა საბჭოს მიმართვა ევროპელ პოლიტიკოსებს

ინვესტორთა საბჭოს მიმართვა ევროპელ პოლიტიკოსებს

საქართველოს ინვესტორთა საბჭომ ღია წერილით მიმართა ევროკომისიის პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენსა და ევროსაბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელს. წერილში აღნიშნულია, რომ 2023 წლის 8 ნოემბერს ევროკომისიის რეკომენდაცია საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით არის უმნიშვნელოვანესი მიღწევა ქვეყნის ევროპული მომავლისთვის. ღია წერილით საქართველოს ინვესტორთა საბჭო და მასში შემავალი ორგანიზაციები სრულ მზადყოფნას აცხადებენ, მხარი დაუჭირონ ევროკავშირის წევრობისთვის გადასადგმელი ნაბიჯების განხორციელებას.

ევრონიუს ჯორჯიას ეთერში თემაზე ბიზნესასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი ლევან ვეფხვაძე საუბრობს.

Related news
ინოვაციის კონკურსი დარგობრივი უნარები
სხვა ამბები