მთავარიევროპაუკრაინააშშ-მა უკრაინისთვის 100 მილიონი დოლარის სამხედრო დახმარების ახალი პაკეტი დაამტკიცა

აშშ-მა უკრაინისთვის 100 მილიონი დოლარის სამხედრო დახმარების ახალი პაკეტი დაამტკიცა

დახმარების ახალი პაკეტი მოიცავს ტანკსაწინააღმდეგო იარაღსა და საჰაერო თავდაცვის სისტემებს

აშშ-ის თავდაცვის მდივანი ლოიდ ოსტინი მოულოდნელი ვიზიტით კიევს ესტუმრა. იგი  შეხვდა უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლებს, მათ შორის უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის.

აშშ-ის პრეზიდენტი პოლონეთიდან კიევში მატარებლით გაემგზავრა, რათა დაედასტურებინა უკრაინის მხარდაჭერა იმ დროს, როდესაც მსოფლიოს ყურადღება ძირითადად ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე ომისკენ არის მიმართული.

ოსტინის თქმით, უკრაინა ამერიკისგან 100 მილიონი  დოლარის სამხედრო დახმარებას მიიღებს

დახმარების ახალი პაკეტი მოიცავს ტანკსაწინააღმდეგო იარაღსა და საჰაერო თავდაცვის სისტემებს.

,,მოხარული ვარ, მოგესალმოთ უკრაინაში და კიდევ ერთხელ გამოვხატო მადლიერება მთავრობისა და ამერიკელი ხალხის, უკრაინის ურყევი მხარდაჭერისთვის ჩვენი თავისუფლებისთვის ბრძოლაში. ჩვენ ვერ შევაკავებდით გაუმართლებელ რუსულ აგრესიას თქვენი მუდმივი და მნიშვნელოვანი დახმარების გარეშე. მინდა მოკლედ განვაცხადო,  რომ ჩვენ წარმოვადგენთ ჩვენს სტრატეგიულ მიზნებსა და შესაძლებლობებს დაზვერვის კოლეგებთან, გენერალური შტაბის უფროსებთან, მინისტრთან“, – განაცხადა უკრაინის თავდაცვის მინისტრი რუსტემ უმეროვმა.

აშშ-ის თავდაცვის მდივანი ლოიდ ოსტინი უკრაინელ სამხედროებს შეხვდა, კიევი 20 ნოემბერი, 2023 – Copyright Twitter

 

აშშ-ის თავდაცვის მინისტრმა უკრაინაში ვიზიტისას ყურადღება გაამახვილა უკრაინის მხარდაჭერაზე, როგორც მსოფლიოსთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვან საკითხზე და განაცხადა, რომ უკრაინის მიმართ ორპარტიული მხარდაჭერა გრძელდება და მისი დეპარტამენტი მუშაობს, რათა კიევის თავდაცვისა და სხვა საჭიროებებისთვის დამატებითი დაფინანსება მოიპოვოს.

„გმადლობთ, რომ აქ, კიევში, გვიმასპინძლეთ. მე ვამაყობ, რომ კვლავ დავბრუნდი უკრაინაში. 2022 წლის აპრილში კიევში ჩემი წინა ვიზიტის შემდეგ უკრაინელები აგრძელებენ რუსული აგრესიის წინააღმდეგ ბრძოლას და თქვენ უკვე დაიბრუნეთ პუტინის მიერ წართმეული ტერიტორიის ნახევარზე მეტი. დღეს მე კვლავ ვხედავ პირადად უკრაინელი ხალხის გადაწყვეტილებას,  დაიცვას თავისუფლება. ეს ერთგვარი შთაგონებაა როგორც ჩემი ქვეყნისთვის, ისე მთელი   მსოფლიოსთვის. უკრაინის წარმატება მნიშვნელოვანია შეერთებული შტატებისთვის და ჩვენ კვლავ ვიდგებით  თქვენ გვერდით პუტინის არჩევანის, სასტიკი ომის წინააღმდეგ. ასე რომ, შეერთებული შტატები და ჩვენი მოკავშირეები და პარტნიორები გააგრძელებენ მუშაობას, რათა უკრაინას მისცენ საჭირო შესაძლებლობები”, – განაცხადა  აშშ-ის თავდაცვის მდივანმა ლოიდ ოსტინმა.

თავის მხრივ, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ყოველდღიური მიმართვისას მადლობა გადაუხადა ამერიკას დახმარების ახალი პაკეტისთვის.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend