კატეგორიები

ფილმის “ნაპოლეონი” მსოფლიო პრემიერა 22 ნოემბერს შედგება

ფილმის “ნაპოლეონი” მსოფლიო პრემიერა 22 ნოემბერს შედგება

ლონდონში ფილმის „ნაპოლეონის“ პრემიერა შედგა. ნაპოლეონ ბონაპარტის როლს მსახიობი ხოაკინ ფენიქსი თამაშობს. ფილმი მოგვითხრობს იმას, თუ რა გზა განვლო მან საფრანგეთის იმპერატორობამდე. ამავდროულად კი ასახულია ნაპოლეონისა და მისი მეუღლის არაჯანსაღი და არამდგრადი ურთიერთობის ამბავიც. მიუხედავად იმისა, რომ ლონდონში ფილმის პრემიერის დროს მთავარი როლის შემსრულებელს, ხოაკინ ფენიქსს, მედიასთან არ უსაუბრია, ფილმის კრიტიკოსებმა და კოლეგებმა მისი სამსახიობო ოსტატობა დადებითად შეაფასეს. ფილმის მსოფლიო პრემიერა 22 ნოემბერს შედგება.

„ხოაკინი ძალიან საინტერესო, საოცრად ნიჭიერი და მორცხვი ადამიანია. ის მართლაც, რომ ძალიან მორცხვია. სწორედ ამიტომაც არ საუბრობს მედიასთან. არა იმიტომ, რომ ცუდი ადამიანია. ის არაჩვეულებრივი ადამიანი და გამორჩეული მსახიობია“,- ამბობს SONY PICTURES MOTION PICTURE GROUP-ის თავმჯდომარე ტომ როტმენი.

 

 

 

დაკავშირებული ამბები
ბაქო-ერევნის ურთიერთობები და სომხეთის მიერ დასავლეთის სასარგებლოდ შეცვლილი გეზი აშშ ჰორმუზის სრუტეში თავისუფალი ნავიგაციის აღდგენის პროცესს იწყებს
სხვა ამბები