კატეგორიები

პარიზში 100 ათასზე მეტი მოქალაქე მზარდ ანტისემიტურ განწყობებს აპროტესტებს

პარიზში 100 ათასზე მეტი მოქალაქე მზარდ ანტისემიტურ განწყობებს აპროტესტებს
პარიზის ქუჩებში 100 000-ამდე ადამიანი გამოვიდა, რათა მთელი მსოფლიოს მასშტაბით ანტისემიტიზმის მზარდი შემთხვევები გაეპროტესტებინათ

კვირას საფრანგეთის დედაქალაქში გამართულ მსვლელობას ესწრებოდნენ ქვეყნის პრემიერ-მინისტრი ელისაბედ ბორნი და საფრანგეთის ყოფილი პრეზიდენტი ფრანსუა ოლანდი.

პარიზის ხელისუფლებამ აქციის მიმდებარე ტერიტორიაზე უსაფრთხოების მიზნით 3000 პოლიციელი განათავსა.

პარიზში ათასობით მოქალაქემ ანტისემიტიზმი გააპროტესტა. 23 ნოემბერი, 2023 – Sylvie Corbet/Copyright

 

,,ალბათ ამ აქციაზე უამრავ ფრანგულ დროშას ხედავთ, მაგრამ ჩვენ ამ წუთას არ ვსაუბრობთ მხოლოდ საფრანგეთისა და მისი მოქალაქეების კეთილდღეობაზე, ჩვენი მთავარი მიზანი მსოფლიო თავისუფლება და ადამიანური ღირებულებების წინ წამოწევაა“, -ამბობს ფრანსუა ოლანდი, საფრანგეთის ყოფილი პრეზიდენტი.

მთელი ევროპის მასშტაბით ყველაზე მეტი ებრაელი საფრანგეთში ცხოვრობს, შესაბამისად, აქ ანტისემიტიზმის შემთხვევები ბევრად ხშირია, ვიდრე სხვა ქვეყნებში.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემებით, 7 ოქტომბრის შემდეგ 1247 ანტისემიტური შემთხვევა იყო, რაც თითქმის 3-ჯერ მეტია 2022 წელთან შედარებით.

აქციაზე არ იმყოფებოდა საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი, თუმცა მან მოქალაქეებს მოუწოდა, რომ მსგავსი შემთხვევების შესამცირებლად ძალ-ღონე არ უნდა დაიშურონ.

საფრანგეთის სხვადასხვა ქალაქში პერიოდულად იმართება დემონსტრაციები ღაზაში ცეცხლის შეწყვეტის მოთხოვნით.

მსვლელობაში მონაწილეობა მიიღეს „ჰამასის“ თავდასხმის დროს დაღუპული საფრანგეთის 40 მოქალაქის ახლობლებმა და დაკარგულთა ან მძევლად აყვანილთა ოჯახის წევრებმა.

Related news
ემანუელ მაკრონმა ქვეყნის ბირთვული ქობინების მარაგის გაზრდის ბრძანება გასცა ემანუელ მაკრონი საფრანგეთის ბირთვული შეკავების განახლებულ ხედვას წარადგენს
სხვა ამბები