კატეგორიები

რუსეთი უკრაინის დაბომბვას განაგრძობს

რუსეთი უკრაინის დაბომბვას განაგრძობს
დღეს, 3 ნოემბერს დილით უკრაინის რამდენიმე რეგიონში საჰაერო განგაშის მანიშნებელი სირენების ხმა გაისმა

ხარკივში ადგილობრივებმა სულ მცირე 10 დრონი შენიშნეს, მათგან ერთ-ერთი მანქანების სარემონტო ფარეხში აფეთქდა.

გავრცელებული ინფორმაციით,  შენობაში არავინ იყო და, შესაბამისად, არავინ დაშავებულა, თუმცა აფეთქების ტალღა შეეხო იქვე მდებარე თავშესაფარსაც, რომელშიც რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიებიდან გაქცეული უკრაინელები იყვნენ. დაშავებულების შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით არ ვრცელდება.

პუტინის სპიკერის დმიტრი პესკოვის განცხადებით, რუსეთი თავის მიზანს აუცილებლად მიაღწევს. მისი თქმით, კიევს დიდი ხნის წინ უნდა გაეგო, რომ ამ ომში გამარჯვების პერსპექტივა არ აქვს.  თუმცა  აშკარაა, რომ რუსეთი ჯერჯერობით წინ ვერ მიიწევს.

უკრაინელები ნელ-ნელა ემზადებიან ზამთრისთვის. გათბობის მთავარი საშუალება მათთვის შეშის ღუმელებია.

ამავე ამბავზე:

დაკავშირებული ამბები
რუსეთის იერიშს ოდესაზე სამი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა რუსულმა ძალებმა ხმელნისკი, ლუცკი და ოდესა დაბომბეს
სხვა ამბები