კატეგორიები

ჩინელი მეცნიერების ჯგუფი ანტარქტიდაზე წყნარ ოკეანეს შეისწავლის

ჩინელი მეცნიერების ჯგუფი ანტარქტიდაზე წყნარ ოკეანეს შეისწავლის

ჩინეთის მეორმოცე სამეცნიერო ექსპედიციის ფარგლებში, სამეცნიერო ჯგუფი 1 ნოემბერს დილით ანტარქტიდაზე გაემგზავრა

ექსპედიცია ხუთი თვის განმავლობაში გაგრძელდება.

ექსპედიციის მთავარი ამოცანა როსის ზღვის მახლობლად ანტარქტიდის ახალი სადგურის აშენებაა. ეს იქნება ჩინეთის პირველი კვლევითი სადგური, რომელშიც მეცნიერები წყნარ ოკეანეს შეისწავლიან.

მშენებლობის დასრულება, რომელზეც ჩინეთის რკინიგზის სამშენებლო-საინჟინრო ჯგუფი მუშაობს, 2024 წლის თებერვლისთვის იგეგმება.

„ეს არის ჩინეთის  ანტარქტიდის მკვლევართა მე-40 ექსპედიცია. ეს ყველაზე დიდი კვლევითი სადგური იქნება, რომელიც ჩინეთს ანტარქტიდის კონტინენტზე აუშენებია. სამშენებლო სამუშაოებზე პასუხისმგებელი ჩინეთის რკინიგზის სამშენებლო-საინჟინრო ჯგუფია. ამჟამად ჩვენ გვყავს გუნდის 94  წევრი. ძალიან ბევრი ადამიანი მონაწილეობს ჩინეთის რკინიგზის სამშენებლო-საინჟინრო ჯგუფის მშენებლობაში”, – განაცხადა ჩინეთის რკინიგზის სამშენებლო-საინჟინრო ჯგუფის წარმომადგენელმა ლი ჯინმა.

ექსპედიციის ჯგუფი შედგება 460-ზე მეტი მეცნიერისგან, კვლევის პროცესში ჩართულია 80-ზე მეტი ადგილობრივი დაწესებულება და სამი ყინულმჭრელი გემი.

ანტარქტიდის კონტინენტზე ჩინეთის მიერ აშენებული ყველაზე დიდი სადგური ჩინეთის მესამე მუდმივი კვლევითი სადგურია ჯუნშანისა და დიდი კედლის სადგურების შემდეგ.

Related news
თურქეთი აცხადებს, რომ NATO-ს თავდაცვის სისტემამ ირანიდან გაშვებული მორიგი რაკეტა გაანეიტრალა ირანის საგარეო საქმეთა სამინისტრო: ჰორმუზის სრუტეში შექმნილი ვითარება „ჩვენს ინტერესში არ შედის“
სხვა ამბები