რუსეთის საოკუპაციო ძალებმა უკრაინაში ხმელნიცკის ოლქზე უპილოტო საფრენი აპარატებით მიიტანეს იერიში. უკრაინის პრეზიდენტის თქმით, რუსების სამიზნე ხმელნიცკის ოლქში არსებული ატომური ელექტროსადგური იყო. როგორც უკრაინის შეიარაღებული ძალები იუწყებიან, ირანული დრონებით იერიში მოიგერიეს, თუმცა ნამსხვრევების გამო მშვიდობიან მოსახლეობას მიადგა ზიანი. ოფიციალური ინფორმაციით, რუსული იერიშის შედეგად 11 მრავალბინიანი საცხოვრებელი, 9 კერძო სახლი, 2 სკოლა და სახანძრო სამაშველო დანაყოფების ინფრასტრუქტურა დაზიანდა.
ამავდროულად, სასტიკი ბრძოლები გრძელდება დონეცკის ჩრდილოეთში, დასახლება ავდიივკასთან, სადაც ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში რუსული იერიში არ წყდება
„ბახმუტის ფლანგზე უკრაინელმა სამხედროებმა დასახლებულ პუნქტებთან – კლიშჩიივკასა და ანდრიივკასთან მოწინააღმდეგის 10 იერიში მოიგერიეს. ამავდროულად, ფრონტის ამ მიმართულებაზე უკრაინის დამცველები კვლავ აგრძელებენ შეტევას. რაც შეეხება ოპერატიულ ტაქტიკური დაჯგუფება „ტავრიის“ მიმართულებას, ავდიივკის ფლანგზე მოწინააღმდეგე კვლავ ცდილობს ამ დასახლების ალყაში მოქცევას. ოკუპანტები აქტიურად იყენებენ ავიაციას, თუმცა უშედეგოდ. რუსებს დიდი სამხედრო დანაკარგი აქვთ. ფრონტის ამ მიმართულებაზე მოწინააღმდეგის 15 იერიში მოვიგერიეთ“, – აცხადებს უკრაინის შეიარაღებული ძალების პრესსპიკერი ანდრიი კოვალოვი.
სოციალურ ქსელში ვრცელდება ინფორმაცია, რომ ლუჰანსკის ოლქში, რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიაზე, რამდენიმე აფეთქება მოხდა. ოფიციალურად ჯერ არ დადასტურებულა, თუ რამ გამოიწვია ეს აფეთქებები. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინული არმიის მიერ ორ აეროდრომზე „ატაკამსებით“ მიტანილი იერიშების შემდეგ რუსულ არმიაში ძალების გადაჯგუფებაა დაწყებული.
„მას შემდეგ, რაც ჩვენმა არმიამ ბერდიანსკისა და ლუჰანსკის აეროდრომებს დაარტყა, ოკუპანტებს საკუთარი ავიაცია შორს გადაჰყავს. კონკრეტულად კი ჩვენი ყირიმიდან გაჰყავთ. ეს კარგი ნიშანია. ჯერ რუსული ფლოტი გაიქცა, ახლა კი რუსული ავიაცია გარბის. რუსებისთვის კარგია, რომ გაქცევა შეუძლიათ. იმიტომ, რომ მათ საბოლოოდ ჩვენი ტერიტორიის დატოვება მოუწევთ“, – აღნიშნავს ვოლოდიმირ ზელენსკი.
“ომის შემსწავლელი ინსტიტუტის” ინფორმაციით, უკრაინა შემოდგომა-ზამთრის პერიოდში ახალი რუსული იერიშების მოსაგერიებლად ემზადება. ამ დროისთვის კი ფრონტის ხაზზე ყველაზე აქტიური საბრძოლო დაპირისპირებები დონეცკის ოლქშია. როგორც უკრაინის შეიარაღებული ძალების პრესსპიკერი იუწყება, ერთ დღეში საბრძოლო მოქმედებების შედეგად რუსმა სამხედროებმა დაკარგეს 810 ჯარისკაცი, 29 ტანკი, 18 ჯავშანმანქანა, 30 ერთეული საარტილერიო საშუალება და 17 უპილოტო საფრენი აპარატი.
საქართველო
ევროპა
მსოფლიო
ბიზნესი
კულტურა
სპორტი
მეტი
კატეგორიები
-
საქართველო
-
ევროპა
-
მსოფლიო
-
ბიზნესი
-
კულტურა
-
სპორტი
-
მეტისერვისებიამინდი
კატეგორიები
საქართველო
ევროპა
ევროპა
კატეგორიები
უკრაინა
რუსეთი
გერმანია
საფრანგეთი
გადაცემები
CULT
"ბილბორდი" ევრონიუს ჯორჯიაზე
თვითმხილველი
გლობალური საუბარი
რეგიონი და ტექნოლოგია
მსოფლიო
მსოფლიო
კატეგორიები
European Union
აზია
აფრიკა
ამერიკა
ავსტრალია
გადაცემები
პრიზმა
წინანდლის ფესტივალი 2023
Scenes
ოკეანე
European Stories
ბაკურიანი 2023
ბიზნესი
ბიზნესი
კატეგორიები
ტექნოლოგია
საზოგადოება
ფოკუსი
პერსპექტივა
ბრიუსელის ბიურო
გადაცემები
ნამდვილი ეკონომიკა
ეკონომიკა
ბიზნესპლანეტა
Europe Decoded
მოგზაური
კატარი 365
მეტი
მეტი
სპეციალური გაშუქება
უკრაინა
რუსეთი
საფრანგეთი
გერმანია
გაერთიანებული სამეფო
იტალია
ესპანეთი
პარტნიორის კონტენტი
დღის ამბები
ევრონიუს ჯორჯიას სტუმარი
მთავარი ამბავი
სერვისები
ამინდი