ახალი სახელმძღვანელო „მედიაწიგნიერების გაკვეთილები“ მომზადდა პროექტ „მედიაწიგნიერების ფორმალურ განათლებაში ინტეგრირების“ ფარგლებში, რომელიც ზოგადი განათლების საშუალო საფეხურის მოსწავლეებისთვის არჩევითი საგნის დამატებას ემსახურება.
გადამზადებული მასწავლებლები ერთი სემესტრის განმავლობაში ასწავლიან მედიაწიგნიერების, მედიისა და ინფორმაციის ენის, ინფორმაციის დამუშავებისა და დეზინფორმაციის შესახებ.
ევრონიუს ჯორჯიას ეთერში სახელმძღვანელო „მედიაწიგნიერების გაკვეთილების“ ავტორმა, პოეტმა, მთარგმნელმა, ჟურნალ „მასწავლებლის“ მთავარმა რედაქტორმა ნატო ინგოროყვამ ისაუბრა.