კატეგორიები

ევროკავშირი სერბეთსა და კოსოვოს ურთიერთობის აღდგენისა და დიალოგისკენ მოუწოდებს

ევროკავშირი სერბეთსა და კოსოვოს ურთიერთობის აღდგენისა და დიალოგისკენ მოუწოდებს

ევროკავშირი კოსოვოსა და სერბეთს მოუწოდებს, განაახლონ დიალოგი ურთიერთობების ნორმალიზებისთვის. რამდენიმე დღის წინ ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი მიროსლავ ლაიჩაკი კოსოვოს მთავრობის ხელმძღვანელ ალბინ კურტის, მოგვიანებით კი სერბეთის პრეზიდენტ ალექსანდრე ვუჩიჩს შეხვდა. სტუმრებს თან ახლდნენ უმაღლესი დიპლომატები გერმანიიდან, საფრანგეთიდან და იტალიიდან ნიშნად იმისა, რომ დასავლეთი შეშფოთებულია ბალკანეთის რეგიონში არსებული კრიზისის გამო.

მიროსლავ ლიაჩაკის განცხადებით, თუ სერბეთსა და კოსოვოს შორის დიალოგი არ შედგება, შესაძლოა, ვითარება კიდევ უფრო დაიძაბოს. 24 სექტემბერს ჩრდილოეთ კოსოვოს ტერიტორიაზე, ქალაქ ზვეჩანთან უკანონო შეიარაღებული ჯგუფის თავდასხმის შედეგად კოსოვოელი პოლიციის სერჟანტი და სამი თავდამსხმელი დაიღუპნენ.

დაკავშირებული ამბები
უნგრეთი მიანიშნებს, მზადაა რუსეთის მოქალაქეების მათ შორის პატრიარქ კირილეს სანქციები დაუწესოს ესპანეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ხოსე ზაპატეროს წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო
სხვა ამბები