მთავარიმსოფლიომსოფლიო სასურსათო პროგრამა ღაზის სექტორში მოსახლეობას ჰუმანიტარული ტვირთით ამარაგებს

მსოფლიო სასურსათო პროგრამა ღაზის სექტორში მოსახლეობას ჰუმანიტარული ტვირთით ამარაგებს

დახმარება მოიცავს აუცილებელი მედიკამენტებს, საკვებსა და სასმელს

გუშინ ღაზის სექტორში ჰუმანიტარული დახმარებით დატვირთული 20 სატვირთო მანქანა შევიდა. დახმარება მოიცავს აუცილებელი მედიკამენტებს, საკვებსა და სასმელს. ეს უკვე მესამე კოლონაა მას შემდეგ, რაც ღაზაში ჰუმანიტარული დახმარების შეტანა შესაძლებელი გახდა.

ჰუმანიტარული დახმარება ღაზაში. 23 ოქტომბერი, 2023 – Copyright Euronews
ადგილობრივი მშვიდობიანი მოსახლეობის დახმარების მიზნით, დიდი ბრიტანეთი დამატებით 20 მილიონი ფუნტის ოდენობის დახმარებას გააგზავნის ღაზაში.
დღეს, 24 ოქტომბერს ისრაელში ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრი ჩადის და ხვალ საფრანგეთის პრეზიდენტი ჩადიან
საფრანგეთის პრეზიდენტი თელ-ავივში. 24 ოქტომბერი, 2023 – AP Photo/Christophe Ena, Pool
დასავლელი ლიდერების მიზანია, მშვიდობიან მოსახლეობას უფრო მეტი ჰუმანიტარული დახმარება მიეწოდოს.

,,40-ზე მეტი სატვირთო მანქანა გვყავს საზღვრებთან, რომლებიც სავსეა ჰუმანიტარული დახმარებისთვის საჭირო ნივთებით. ასე რომ ჩვენ მზად ვართ, რომ ნებისმიერ დროს შევძლოთ ხელახლა შესვლა ღაზის ტერიტორიაზე.

ჩვენ ხორბლის ფქვილს ვაწვდით სხვადასხვა საცხობს. ისინი აწარმოებენ პურს, რომელიც შემდგომში გაეროს თავშესაფრებში მყოფ დევნილებსა და დაშავებულებს გადაეცემათ. თავიდან 23 საცხობს ვამარაგებდით, მაგრამ ამ წუთისთვის მხოლოდ ოთხის მომარაგება შეგვიძლია, რაც იმას ნიშნავს, რომ აუცილებელია ახალი სატვირთო მანქანების შეყვანა.

იმისათვის, რომ საკვები რაც შეიძლება მეტი ადამიანისთვის მიგვეწოდებინა, რაციონი თითო მცხოვრებზე შევამცირეთ. ვცდილობთ, რომ საკვებისა და დახმარების გარეშე დიდი ხნის განმავლობაში არავინ დარჩეს და ყველა თანაბრად გამოვკვებოთ. ჩვენთვის პრიორიტეტი ისეთი თავშესაფრებია, რომელთა დახმარება დღის ბოლომდე ვერ მოესწრო და ახალი დღის დასაწყისიდან სწორედ მათ ვაყენებთ პირველ ადგილზე სიაში.

ჰუმანიტარული დახმარების ხალხს უნდა შეეძლოს, რომ საავადმყოფოებსა და თავშესაფრებს უსაფრთხოდ დაეხმარონ, მაგრამ ჩვენი თანამშრომლები დიდ საფრთხეში არიან. მათ ცხელ წერტილში ძალიან უჭირთ გადაადგილება და შეიძლება ითქვას, რომ საკუთარ სიცოცხლეს საფრთხეში აგდებენ’,-ამბობს ალი ზაკი, მსოფლიო სასურსათო პროგრამის წარმომადგენელი.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend