მთავარიმსოფლიორას წარმოადგენს "ჰეზბოლა"

რას წარმოადგენს “ჰეზბოლა”

“ჰამასსა” და ისრაელს შორის მიმდინარე ომში ღაზის სექტორის მიდამო ერთადერთი ფრონტის ხაზი არ გახლავთ, 7 ოქტომბერს დაწყებული კონფლიქტის კიდევ ერთი კერა ჩრდილოეთით, ლიბანსა და ისრაელს შორის არსებული სახელმწიფო საზღვარია, სადაც პოლიტიკური პარტია და გასამხედროებული ორგანიზაცია “ჰეზბოლა”, ისრაელის დაუძინებელი მტერი ოპერირებს. 2006 წელს 34-დღიანი ომი სწორედ “ჰეზბოლასა” და ისრაელს შორის გაიმართა. ამ სიუჟეტში გაიგებთ, თუ რას წარმოადგენს “ჰეზბოლა”.

“ჰეზბოლას” წარმომადგენლები ისრაელელების მიერ მოკლულ თანამებრძოლებს გლოვობენ, სამხრეთ ლიბანი, 10 ოქტომბერი, 2023 წელი Copyight AP/Hussein Malla
“ჰეზბოლას” მხარდამჭერები მიასვენებენ ისრაელელების მიერ მოკლულ დაჯგუფების ორ მებრძოლს, სამხრეთ ლიბანი, 10 ოქტომბერი, 2023 წელი Copyright AP Poro/Hussein Malla

“ჰეზბოლა” ლიბანში მოქმედი და შიიტური ისლამის მიმდევარი პოლიტიკური პარტია და გასამხედროებული ორგანიზაციაა. “ჰეზბოლა” ნიშნავს ღმერთის პარტიას. ეს ორგანიზაცია 1982 წელს დაარსდა.

“ჰეზბოლა” ირანის ისლამური რესპუბლიკის დამაარსებლის აიათოლა ხომეინის მიერ შექმნილი მოდელით ოპერირებს და ორგანიზაციას სახელი სწორედ მან შეურჩია. “ჰეზბოლას” საფუძველი ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგების კორპუსის 1500-მა ოფიცერმა ჩაუყარა.

1990 წლიდან “ჰეზბოლა” ლიბანის პოლიტიკურ პროცესებშიც იღებს მონაწილეობას, ამ მოვლენას ჰეზბოლას ლიბანიზაციას უწოდებენ. 2006 წლიდან კი “ჰეზბოლას” სამხედრო შესაძლებლობები ახალ, უფრო დიდ მასშტაბებს იღებს.

“ჰეზბოლას” სამხედრო რესურსის შესახებ ზუსტი ინფორმაცია არ არსებობს, მაგრამ დუბაიში მოქმედი კვლევითი ორგანიზაციის, ისლამური კვლევითი ცენტრის წარმომადგენელთა ინფორმაციით, “ჰეზბოლას” მეთაურობა დაახლოებით 1000-ამდე ადამიანს ითვლის, “ჰეზბოლას” ჰყავს 10 ათასამდე მოხალისე და 65 ათასამდე ჯარისკაცი და ოფიცერი, ბევრი მკვლევარი მიიჩნევს, რომ “ჰეზბოლა” ლიბანის არმიაზე ძლიერი სამხედრო ერთეულია.

2012 წლიდან ბაშარ ალ ასადის მხარდაჭერის მიზნით “ჰეზბოლა” მონაწილეობას იღებს სირიის სამოქალაქო ომში, 2013–2015 წლებში “ჰეზბოლა” სირიასა და ერაყში ისლამური სახელმწიფოს წინააღმდეგაც იბრძოდა.

სირიის პრეზიდენტი ბაშარ ასადი Copyright Syrian Presidency Telegram page via AP

ამ ეტაპისთვის სულ მცირე 26 სახელმწიფო “ჰეზბოლას”, ან მის სამხედრო დანაყოფს, ტერორისტულ ორგანიზაციად მიიჩნევს, მათ შორის ევროკავშირი და არაბული ლიგის ქვეყანათა უმრავლესობა.

 

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend