მთავარიმსოფლიოისრაელის სამხედროები ღაზის სექტორში შესასვლელად მზად არიან

ისრაელის სამხედროები ღაზის სექტორში შესასვლელად მზად არიან

ისრაელის ლიდერებმა, ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა და თავდაცვის მინისტრმა, მოინახულეს ქვეყნის ჯარი, რომელსაც ღაზის სექტორი ალყაში ჰყავს მოქცეული. ისრაელის სამხედროების თქმით, ისინი უკვე რამდენიმე დღის წინ იყვნენ  მზად ღაზაში შესასვლელად. თუმცა ღაზაში მცხოვრები მოქალაქეების უსაფრთხოებისთვის დასავლეთი ისრაელს თავშეკავებისკენ მოუწოდებს. ბრიუსელი და ვაშინგტონი „ჰამასს“ ტერორისტულ საქმიანობაში ადანაშაულებენ, თუმცა დასძენენ, რომ „ჰამასი“ მთელ პალესტინას არ წარმოადგენს.

„ჩვენ ისრაელის მიმართ სოლიდარობას გამოვხატავთ, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ პალესტინელებს  ჰუმანიტარული დახმარება არ უნდა მიეწოდოს”, – განაცხადა ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.

„როგორც ისრაელში ვიზიტისას განვაცხადე, რაც არ უნდა რთული იყოს, ჩვენ მშვიდობასა და  გამოსავლის ძიებაზე უარი არ უნდა ვთქვათ. ისრაელისა და პალესტინის მოსახლეობა თანაბრად იმსახურებს უსაფრთხო, ღირსეულ და მშვიდობიან ცხოვრებას”, – განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა.

დასავლეთის ზეწოლასთან ერთად ისრაელის არმიას ღაზაში შეჭრისგან სხვა ფაქტორებიც აფერხებს. შეტევისთვის საჭიროა დამატებითი რეზერვისტების, მანქანებისა და ტექნიკის მობილიზება. ასევე ირანმა გააფრთხილა ისრაელი, რომ ღაზის სექტორში შესვლის შემთხვევაში პალესტინელი ხალხის დასაცავად ირანიც ჩაერთვება საბრძოლო მოქმედებებში. ასევე ლიბანში არსებული სამხედრო დაჯგუფება „ჰესბოლაც“ იმუქრება, რომ თუ ისრაელი ღაზას შეუტევს, ისინი ჩრდილოეთ ისრაელის რეგიონებზე მიიტანენ იერიშს.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend