კატეგორიები

თბილისში ელექტრონული კომერციის დღე გაიმართება

თბილისში ელექტრონული კომერციის დღე გაიმართება

25 ოქტომბერს თბილისში ელექტრონული კომერციის დღე გაიმართება. ამ დღის მიზანია ადგილობრივი და მსოფლიო მასშტაბის კომპანიების ერთ სივრცეში გაერთიანება, რაც მათ კავშირების დამყარების, გამოცდილების გაზიარებისა და სამომავლო თანამშრომლობის შესაძლებლობას მისცემს. ღონისძიებაზე გამომსვლელი სპიკერები საკუთარ გამოცდილებაზე დაყრდნობით ელექტრონული კომერციის მომავალს, გამოწვევებს, ინოვაციებს, ხელოვნურ ინტელექტს, გადახდებს, მიწოდების ჯაჭვის მართვას/ლოგისტიკასა და ციფრულ მარკეტინგს განიხილავენ.

ამ თემაზე ევრონიუს ჯორჯიას ეთერში USAID-ის ეკონომიკური მმართველობის პროგრამის ხელმძღვანელის მოადგილემ ნინო ჩოხელმა და ელექტრონული კომერციის ასოციაციის თავმჯდომარემ ლადო კანდელაკმა ისაუბრეს.

Related news
ინოვაციის კონკურსი დარგობრივი უნარები
სხვა ამბები