კატეგორიები

დონალდ ტრამპმა ისრაელში მიმდინარე მოვლენებზე ისაუბრა

დონალდ ტრამპმა ისრაელში მიმდინარე მოვლენებზე ისაუბრა

“ჩემი პრეზიდენტობის პერიოდში ავკრძალე ლტოლვილები სირიიდან, სომალიდან, ლიბიიდან, ასევე იემენიდან, მსოფლიოს ყველაზე სახიფათო ადგილებიდან. დიახ, ავკრძალე და ამისთვის ძალიან დიდ ბოდიშს ვიხდი, მაგრამ თუ მეორედ ამირჩევს ამერიკელი ხალხი, აუცილებლად იმავეს გავაკეთებ, რადგან სხვა ალტერნატივა არ გვაქვს. ამ ტერიტორიებიდან ყველაზე უხეში და თავზე ხელაღებული ხალხი მოდის, რომელთაც მშვიდობიან ქვეყნებში არეულობის შეტანა სურთ. ამ წუთისთვის ჩვენი ქვეყნის საზღვარი ღიაა და ყველას შეუძლია შემოსვლა, ეს ყველაზე ცუდი გადაწყვეტილებაა სახელმწიფოს მართვის საკითხებში, რაც კი ოდესმე მინახავს.

ვისაც ამერიკაში ჩამოსვლა სურს, უკლებლივ ყველა ლეგალურად უნდა შემოვიდეს და ჩვენი ქვეყანა უყვარდეს. თუ ვინმე თანაუგრძნობს რადიკალ ისლამისტებს, ტერორისტებსა და ექსტრემისტებს, აუცილებლად დატოვებს ამერიკის შეერთებულ შტატებს. თუ მხარს უჭერთ “ჰამასს”, ან ისეთ იდეოლოგიას, რომელიც დაკავშირებულია არაჰუმანურ და ავადმყოფურ აზრებთან, თქვენც აუცილებლად გაძევებული იქნებით ჩვენი ქვეყნიდან!”-ამბობს აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი.

დაკავშირებული ამბები
აშშ-მა, ინდოეთმა, ავსტრალიამ და იაპონიამ საპორტო ინფრასტრუქტურისა და ენერგეტიკის მიმართულებით ახალი ინიციატივის შესახებ გამოაცხადეს მსგავსებები და განსხვავებები პეკინში რუსეთისა და აშშ-ის პრეზიდენტების ვიზიტებს შორის
სხვა ამბები