კატეგორიები

ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე ომს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში აპროტესტებენ

ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე ომს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში აპროტესტებენ

მსოფლიოს მასშტაბით ათასობით ადამიანი კვლავ გამოვიდა ქუჩებში, ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე ომის საწინააღმდეგო გზავნილებით. თუ გასულ კვირას დემონსტრანტები უფრო მეტად “ჰამასის” მიერ ჩადენილ სასტიკ დანაშაულს აპროტესტებდნენ, ბოლო დღეებში გამართულ აქციებზე უფრო ხშირად ვხვდებით პალესტინის დროშებსა და ზოგად მოწოდებებს იმის თაობაზე, რომ ომი უნდა შეწყდეს.

რომშიც ათასობით ადამიანი გამოვიდა ქუჩაში, აქცია გაიმართა ჩეხეთშიც, რომლის ორგანიზატორები ამბობენ, რომ სურთ პატივი მიაგონ ყველა დაღუპულს, მიუხედავად წარმომავლობისა. ერთ-ერთ აქციაზე ჩეხეთის თავდაცვის მინისტრი იანა ჩერნოხოვაც იმყოფებოდა.

ისრაელსა და “ჰამასს” შორის წამოწყებულმა ომმა მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში საზოგადოების დანაწევრებას კიდევ უფრო მეტად შეუწყო ხელი.

Related news
თურქეთი აცხადებს, რომ NATO-ს თავდაცვის სისტემამ ირანიდან გაშვებული მორიგი რაკეტა გაანეიტრალა ირანის საგარეო საქმეთა სამინისტრო: ჰორმუზის სრუტეში შექმნილი ვითარება „ჩვენს ინტერესში არ შედის“
სხვა ამბები