მთავარიმსოფლიოევროპულმა ავიაკომპანიებმა ისრაელიდან ჩარტერული რეისებით მოქალაქეების ევაკუაციის პროცესი დაიწყეს

ევროპულმა ავიაკომპანიებმა ისრაელიდან ჩარტერული რეისებით მოქალაქეების ევაკუაციის პროცესი დაიწყეს

ევროკავშირის ქვეყნები ძალისხმევას არ იშურებენ, რომ თავიანთი მოქალაქეები ისრაელიდან სამშობლოში დააბრუნონ. პირველი სპეციალური ჩარტერული რეისი ხუთშაბათს ავსტრიაში, საფრანგეთსა და გერმანიაში შესრულდა. მანამდე პოლონეთი და ლიეტუვა სამხედრო სატრანსპორტო თვითმფრინავებს იყენებდნენ თავიანთი მოქალაქეების წამოსაყვანად. ამ რეისით ორმაგი ეროვნების მოქალაქეები, ტურისტები, ისრაელელები ჩამოიყვანეს.

შეერთებულმა შტატებმა გამოაცხადა, რომ ხალხის ევაკუაციისთვის პარასკევს შეასრულებს ფრენებს ისრაელიდან ევროპაში. დიპლომატების ოჯახების ევაკუაციას გეგმავს დიდი ბრიტანეთიც, თუმცა საელჩო მზადაა სხვა მოქალაქეების დასახმარებლადაც.

მთავარმა ავიაკომპანიებმა რეგულარული ფრენები ,,ჰამასის“  შეტევის დაწყებისთანავე შეაჩერეს.  თუმცა ისრაელის ავიაკომპანიები პირიქით, სულ უფრო მეტ ფრენას ასრულებდნენ არმიის იმ რეზერვისტების შესაკრებად, რომლებიც სხვა ქვეყნებში იმყოფებოდნენ.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend