კატეგორიები

“გაუფრთხილებელ თავდასხმას ღაზის მშვიდობიანი მოსახლეობის  წინააღმდეგ ვუპასუხებთ ტყვეების დახოცვით”- ჰამასი

“გაუფრთხილებელ თავდასხმას ღაზის მშვიდობიანი მოსახლეობის  წინააღმდეგ ვუპასუხებთ ტყვეების დახოცვით”- ჰამასი

“ჰამასის” ერთ-ერთი შეიარაღებული ფრთის “ალ-ქასამის” სპიკერი ამბობს, რომ მძევლები სიკვდილით დაისჯებიან და ამ კადრებს გაავრცელებენ იმ შემთხვევაში, თუ ისრაელი ღაზის მშვიდობიან მოსახლეობას ამოიღებს მიზანში.

„ჩვენ ვაცხადებთ, რომ ნებისმიერ გაუფრთხილებელ თავდასხმას ღაზის მშვიდობიანი მოსახლეობის  წინააღმდეგ ვუპასუხებთ ტყვეების დახოცვით და ამას გავავრცელებთ აუდიო და ვიდეომასალის სახით“, – თქვა აბუ ობაიდამ აუდიო განცხადებაში, რომელიც “ელეგრამ” გვერდზე გამოქვეყნდა.

“ჰამასი” აცხადებს, რომ მას 100-ზე მეტი მძევალი ჰყავს, მათ შორის ისრაელის არმიის ოფიცრები. ამ დროისთვის, კატარი აწარმოებს მოლაპარაკებებს “ჰამასთან” იმ მძევლების შესახებ, რომლებიც ღაზის სექტორში არიან დატყვევებულნი.

Related news
პაკისტანისა და ავღანეთის ძალებს შორის, საზღვრისპირა რეგიონებში შეტაკებებია „მნიშვნელოვან პროგრესი“ - დასრულდა აშშ-ირანის მოლაპარაკებების კიდევ ერთი რაუნდი
სხვა ამბები