კატეგორიები

კევინ მაკკარტი აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერის პოსტიდან გადააყენეს

კევინ მაკკარტი აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერის პოსტიდან გადააყენეს
კევინ  მაკკარტის წინააღმდეგ კამპანია რესპუბლიკელმა მეტ გეტცმა დაიწყო. მის ინიციატივას მხარი 216-მა კონგრესმენმა, მათ შორის 8 რესპუბლიკელმა დაუჭირა. წინააღმდეგი იყო 210.
კევინ მაკკარტისა და რესპუბლიკური პარტიის წარმომადგენლებს შორის პოლიტიკური დაპირისპირება მას შემდეგ გამწვავდა, რაც კევინ მაკკარტიმ როგორც დემოკრატების, ასევე რესპუბლიკელების ხმები უზრუნველყო წარმომადგენელთა პალატის მიერ აშშ-ის დროებითი ბიუჯეტის დასამტკიცებლად და, შედეგად, ქვეყანამ თავიდან აიცილა 1 ოქტომბრიდან სახელმწიფო დაწესებულებების ფუნქციონირების შეწყვეტა.

 

რესპუბლიკელი მეტ გეტცი – Mark Schiefelbein/Copyright 2023 The AP
მაკკარტი წარმომადგენელთა პალატის ისტორიაში შევიდა პირველ სპიკერად, რომლის ასარჩევად 2023 წლის იანვარში 15 კენჭისყრა გახდა საჭირო.
9 თვის შემდეგ კი კევინ მაკკარტი კონგრესის ქვედა პალატის ისტორიაში გახდა პირველი, ვინც სპიკერის თანამდებობიდან გადააყენეს. ყოფილი სპიკერი კენჭისყრაში მონაწილეობას არ აპირებს.

 

Related news
მაიამიში დონალდ ტრამპსა და რეგიონის 14 ქვეყნის ლიდერებს შორის შეხვედრა გაიმართა აშშ-ის შიდა უსაფრთხოების მდივანს, კრისტი ნოემს მარკვეინ მალინი ჩაანაცვლებს
სხვა ამბები