კატეგორიები

რუსულ „მოხალისეთა ჯგუფებს” „ვაგნერის” ერთ-ერთი მეთაური უხელმძღვანელებს

რუსულ „მოხალისეთა ჯგუფებს” „ვაგნერის” ერთ-ერთი მეთაური უხელმძღვანელებს

როგორც ჩანს, სამხედრო კომპანია “ვაგნერს” ახალი მეთაური ეყოლება. ვლადიმერ პუტინმა უბრძანა “ვაგნერის” ერთ-ერთ საველე მეთაურს ანდრეი ტროშევს, რომელიც “ჭაღარას” სახელითაა ცნობილი,  სათავეში ჩაუდგეს მოხალისეთა ჯგუფებს, რომლებიც უკრაინაში იბრძვიან.

ეს ინფორმაცია რუსულმა პროპაგანდისტულმა მედიამ დღეს გაავრცელა, თუმცა მასში სიტყვა “ვაგნერი” ნახსენები არ არის.

ბრიტანული დაზვერვა 29 სექტემბერს წერდა, რომ “ვაგნერის” დაქირავებული მეომრები უკრაინაში ბრუნდებიან, ზოგი ინდივიდუალურად, ზოგი კი ჯგუფურად.

ანდრეი ტროშევი იგივე “ჭაღარა” გადამდგარი სამხედრო ოფიცერია, რომელიც დიდ როლს ასრულებდა ამ დაჯგუფების მოქმედებებში. ევროკავშირს მისთვის სანქციები აქვს დაწესებული.

უცნობია, მონაწილეობდა თუ არა ტროშევი “ვაგნერის” ე.წ. აჯანყებაში, რომელიც საბოლოოდ მოლაპარაკებებით დასრულდა, თუმცა მალევე საეჭვო ვითარებაში მოკვდა დაჯგუფების მეთაური ევგენი პრიგოჟინი.

დაკავშირებული ამბები
რუსული სამოქალაქო ავიაციის პრობლემები - ჰაერში და ხმელეთზე „შავი ჭირის“ შესაძლო ეპიდაფეთქების გამო აშშ საკუთარ მოქალაქეებს რუსეთის დატოვებისკენ მოუწოდებს
სხვა ამბები