კატეგორიები

საფრანგეთისა და იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრებმა პარიზში მიგრანტთა კრიზისზე იმსჯელეს

საფრანგეთისა და იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრებმა პარიზში მიგრანტთა კრიზისზე იმსჯელეს

საფრანგეთისა და იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრებმა პარიზში შეხვედრა გამართეს. მხარეებს შორის მთავარი განსახილველი საკითხი მიგრანტთა კრიზისი იყო.

დაძაბულობაა იტალიის კუნძულ ლამპედუზაზე, სადაც ათასობით მიგრანტის ერთბაშად ჩასვლამ კრიზისული ვითარება შექმნა და ადგილობრივებში მღელვარება გამოიწვია.

გასულ კვირას იტალიის მთავრობამ, მიგრაციის შესაჩერებლად ახალი ზომები დაამტკიცა, რომელიც ფოკუსირებულია იმ მიგრანტებზე, რომლებიც არ აკმაყოფილებენ თავშესაფრის მიღებისთვის დაწესებულ მოთხოვნებს.

ასევე  გასულ კვირას, იტალიაში ოფიციალური ვიზიტისას, ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დენ ლაიენმა პირობა დადო, რომ ევროკავშირი იტალიაში არალეგალურად ჩასული მიგრანტების პრობლემას გაუმკლავდება.

დაკავშირებული ამბები
უნგრეთი მიანიშნებს, მზადაა რუსეთის მოქალაქეების მათ შორის პატრიარქ კირილეს სანქციები დაუწესოს ესპანეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ხოსე ზაპატეროს წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო
სხვა ამბები