მთავარიევროპაუკრაინარუსული არმია უკრაინაში დაკარგული პოზიციების დაბრუნებას ცდილობს

რუსული არმია უკრაინაში დაკარგული პოზიციების დაბრუნებას ცდილობს

უკრაინულმა არმიამ ბახმუტის ფლანგზე ჯერ დასახლება ანდრიივკა გაათავისუფლა, შემდეგ კი – კლიშჩიივკა. პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ წარმატებულ სამხედრო ოპერაციაში მონაწილე ჯარისკაცებს თავდადებისთვის მადლობა გადაუხადა.

სოფელი ანდრიივკა, დონეცკის ოლქი, 16 სექტემბერი, 2023. Aurelien Morissard/Copyright 2023 The AP. 

როგორც ექსპერტები საუბრობენ, ამ ორი დასახლების აღება უმნიშვნელოვანესი ტაქტიკური წარმატებაა. დასახლება კლიშჩიივკა ქალაქ ბახმუტის სამხრეთით, მაღალ ადგილას, მდებარეობს და ზემოდან გადაჰყურებს ქალაქს. შესაბამისად, ბახმუტზე იერიშის მისატანად ახალ შესაძლებლობებს ხსნის. მეტი მანევრის შესაძლებლობას იძლევა დასახლება ანდრიივკის აღებაც. სწორედ ამ ფაქტორების გამო ცდილობს რუსული არმია დაკარგული პოზიციების დაბრუნებას, თუმცა როგორც უკრაინის შეიარაღებული ძალების სპიკერი ამბობს, საოკუპაციო არმია სასურველ შედეგს ვერ აღწევს.

სამხედრო ექსპერტების შეფასებით, უკრაინისთვის ფრონტის სამხრეთი მიმართულება უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე აღმოსავლეთი, რადგან სამხრეთით, აზოვის ზღვაზე გასვლის შემთხვევაში, ყირიმსა და მოსკოვს შორის სახმელეთო ლოგისტიკური ხაზი გაწყდება.

 

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend