მთავარიევროპარუსეთირუსეთი, ბელარუსი, ჩრდილოეთ კორეა - ალექსანდრ ლუკაშენკას სურს სამმხრივი ალიანსი შეიქმნას

რუსეთი, ბელარუსი, ჩრდილოეთ კორეა – ალექსანდრ ლუკაშენკას სურს სამმხრივი ალიანსი შეიქმნას

რუსეთის ფედერაციის შორეულ აღმოსავლეთში, ვლადივოსტოკში, ჩრდილოეთ კორეის ლიდერის ვიზიტის ბოლო დღეს მასპინძელი სახელმწიფოს მეთაური ვლადიმერ პუტინი ალექსანდრ ლუკაშენკას ქვეყნის მეორე უკიდურეს ნაწილში, ჩრდილოეთ კავკასიაში, ქალაქ სოჭში შეხვდა. ორმა ლიდერმა ტრადიციულად გააკრიტიკა ამერიკის შეერთებული შტატების მიერ წარმოებული საგარეო პოლიტიკა.

ალექსანდრ ლუკაშენკას განცხადებით, სწორედ ვაშინგტონი უშლის ხელს კიევსა და მოსკოვს შორის სამშვიდობო მოლაპარაკებების დაწყებას. ბელარუსის პრეზიდენტმა რუს კოლეგას ფხენიანთან სამმხრივი ალიანსის შექმნის იდეა შესთავაზა.

რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა ასევე ისაუბრა დასავლური წყაროების მიერ გავრცელებული ინფორმაციის შესახებ, რომლის თანახმადაც მოსკოვმა ჩრდილოეთ კორეას ცოცხალი ძალით დახმარება სთხოვა. ვლადიმერ პუტინის განცხადებით, შეიარაღებული ძალების სახმელეთო ძალებმა სულ ახლახან დამატებით 300 ათასი პროფესიონალი ჯარისკაცი დაიმატა პირად შემადგენლობაში.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend