ჟურნალისტი ისა ბალადო პირდაპირ ეთერში მუშაობდა, რა დროსაც მამაკაცი მიუახლოვდა და რეპორტიორს შეეხო.
ჟურნალისტი ისა ბალადო მადრიდიდან პირდაპირ ეთერში ერთვებოდა მაღაზიის მფლობელების საკითხზე, რომლებმაც მათი მაღაზიის გაძარცვის მცდელობის გამო ქურდი სცემეს. ამ დროს მას მამაკაცი მიუახლოვდა, რომელმაც უკანალზე ხელი მოჰკიდა და დაინტერესდა, რომელი გადაცემისთვის მუშაობდა.
„ისა, ბოდიში, რომ გაწყვეტინებ, მაგრამ შენ ახლა საჯდომზე შეგეხნენ?“ – ჰკითხა ჟურნალისტს კოლეგამ სტუდიიდან.
„დიახ“ – თქვა ბალადომ, რომელიც ამავდროულად მიუტრიალდა მამაკაცს და ჰკითხა: „თუ მართლა ის გაინტერესებს, სად ვმუშაობ, ამისთვის აუცილებლად უნდა შემეხო?“
თავდაპირველად მამაკაცმა, რომელიც რუმინეთიდანაა, გაიცინა და უარყო, რომ რამე არასწორად გააკეთა, შემდეგ ჟურნალისტს ბოდიში მოუხადა, თუმცა არსად წასულა, ამავდროულად ბალადო სთხოვდა, რომ სამუშაოს შესრულების საშუალება მიეცა.
რა თქმა უნდა, მამაკაცი მალევე დააკავა მადრიდის პოლიციამ სექსუალური შევიწროების ფაქტზე. ახლა საქმის გამოძიება მიმდინარეობს.
🚩Detenido por agredir sexualmente a una reportera mientras estaba realizando un directo de televisión #Madrid pic.twitter.com/vKkBjNXJve
— Policía Nacional (@policia) September 12, 2023
გადაცემის წამყვანმა კი პირდაპირ ეთერში თქვა, რომ მამაკაცი იდიოტი იყო და ოპერატორს სთხოვა, კარგად გადაეღო მისი სახე.