კვება სკოლებში

დაიწყო პროექტი "მშობლების მობილიზება და გაძლიერება,” რომლის ფარგლებშიც სკოლის მოსწავლეების მშობლები გაერთიანდნენ კვების პრობლემის მოსაგვარებლად

საქართველოს საჯარო სკოლებში ახალი სასწავლო წლის დაწყებამდე რამდენიმე დღეა დარჩენილი. სკოლაში მოსწავლეების კვების საკითხი ერთ-ერთ მნიშვნელოვან პრობლემად რჩება: სახელმწიფო ვერ უზრუნველყოფს მოსწავლეთა კვებას;

ბევრ სკოლაში არ არსებობს ბუფეტი, ხოლო იქ, სადაც არის, ხშირად მოზარდისთვის სრულიად უსარგებლო პროდუქტი იყიდება. ამის პარალელურად, განათლების სამინისტროს შემუშავებული აქვს არარეკომენდებული საკვების ნუსხა, რომლის გაყიდვაც სკოლის ტერიტორიაზე არ არის მიზანშეწონილად მიჩნეული.

არასამთავრობო ორგანიზაციამ “მშობლები განათლებისთვის” USAID-ის სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის პროგრამის მხარდაჭერით, დაიწყო პროექტი “მშობლების მობილიზება და გაძლიერება,” რომლის ფარგლებშიც სკოლის მოსწავლეების მშობლები გაერთიანდნენ კვების პრობლემის მოსაგვარებლად.

ევრონიუს ჯორჯიას ეთერში პროექტის მონაწილე მშობლებმა- სონა კალანდაძემ და მედეა ტურაშვილმა ისაუბრეს.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend