მთავარიმსოფლიოევროპაწყალდიდობებს საბერძნეთში, ბულგარეთსა და თურქეთში სულ ცოტა 7 ადამიანი ემსხვერპლა

წყალდიდობებს საბერძნეთში, ბულგარეთსა და თურქეთში სულ ცოტა 7 ადამიანი ემსხვერპლა

საბერძნეთში, ბულგარეთსა და თურქეთში მოსულმა უხვმა ნალექმა გამოიწვია წყალდიდობები, რომლებსაც, ბოლო ინფორმაციით, 7 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. საბერძნეთში, ქალაქ ვოლოსში, ახლომდებარე პელიონის რეგიონსა და საკურორტო კუნძულ სკიათოსზე პოლიციამ უხვი ნალექის გამო მოსახლეობას აუკრძალა გადაადგილება.

დაიღუპა ერთი ადამიანი.  ქუჩებში მოვარდნილმა წყალმა ყველაფერი წალეკა. ხელისუფლებამ მოკლე ტექსტური შეტყობინებებით ცენტრალური საბერძნეთის სხვა არეალის მცხოვრებნიც გააფრთხილა,  თავი შეიკავონ გარეთ გასვლისგან.

ჩრდილოეთით კი, ბულგარეთში, პრემიერ-მინისტრმა ნიკოლაი დენკოვმა განაცხადა, რომ ქვეყნის სამხრეთში, შავი ზღვის სანაპიროზე, ძლიერი წვიმის შედეგად გამოწვეულმა წყალდიდობამ 2 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა,  სამი კი დაკარგულად მიიჩნევა.

ადიდებულმა მდინარეებმა მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა გზებსა და ხიდებს. ზოგიერთ ადგილას მოსახლეობას შეუწყდა ელექტროენერგიის მიწოდება. ხელისუფლება მოქალაქეებს აფრთხილებს, არ დალიონ ონკანიდან წამოსული წყალი, რადგან ის წყალდიდობის გამოა დაბინძურებული. თურქეთის ყველაზე დიდ ქალაქ სტამბოლში კი ძლიერმა წვიმამ ქუჩები და სახლები დატბორა, დაიღუპა 2 ადამიანი. მაშველებმა გადაარჩინეს 20-ზე მეტი ადამიანი, რომლებიც ბიბლიოთეკიდან გამოსვლას ვერ ახერხებდნენ. თურქეთში  მეტროს რამდენიმე სადგურიც დაიკეტა.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend