მთავარიამერიკააშშ„რეგიონს ახლა განსაკუთრებით სჭირდება გაერთიანებული და ძლიერი საქართველო“ - აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის...

„რეგიონს ახლა განსაკუთრებით სჭირდება გაერთიანებული და ძლიერი საქართველო“ – აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერი

„ჩვენ ნათლად ვნახეთ, რომ ქართველი ხალხი საკუთარ თავს ევროპასთან ერთად ხედავს”, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა ვედანტ პატელმა ბრიფინგზე განაცხადა. შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერი მოუწოდებს საქართველოს მთავრობას და ყველა მხარეს, ერთად იმუშაონ საჭირო რეფორმების გატარებისთვის, რათა ქვეყანამ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი მიიღოს. სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის განცხადებით, რეგიონს ახლა განსაკუთრებით სჭირდება გაერთიანებული და ძლიერი საქართველო.

„ჩვენ მკაფიოდ გამოვხატეთ ჩვენი მოსაზრება, მკაფიოა ქართველი ხალხიც, რომელიც ამბობს, რომ თავის მომავალს ევროპასთან და ევროკავშირთან ხედავს. საქართველოს მიეცა ნათელი საგზაო რუკა კანდიდატის სტატუსის მისაღწევად. საქართველოს მთავრობას და ყველა დაინტერესებულ მხარეს მოვუწოდებთ, გაერთიანდნენ და ამ მიზნისთვის ერთად იმუშაონ. განსაკუთრებით იმ რეფორმების გასატარებლად, რომლებიც ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებადაა საჭირო. საქართველოს ერთიანობის საკითხი არასდროს მდგარა ასე მწვავედ“, – განაცხადა შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა ვედანტ პატელმა. 

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend