მთავარიევროპაუკრაინაზელენსკიმ უკრაინის თავდაცვის მინისტრი ოლექსი რეზნიკოვი რუსტემ უმეროვით შეცვალა

ზელენსკიმ უკრაინის თავდაცვის მინისტრი ოლექსი რეზნიკოვი რუსტემ უმეროვით შეცვალა

როგორც უკრაინელი სამხედროები ამტკიცებენ, მათ ზაპორიჟიის მახლობლად რამდენიმეკვირიანი განნაღმვითი სამუშაოების შემდეგ რუსების თავდაცვის პირველი ხაზი გაარღვიეს. როგორც ჩანს, კიევი სამხრეთის ფრონტზე მოსკოვის გამაგრებული პოზიციებისა და სანგრების ქსელს უახლოვდება.  უკრაინელი გენერლის თქმით,  რუსებმა თავდაცვის პირველი ხაზის მოწყობაზე თავიანთი რესურსების 60 პროცენტი გამოიყენეს, მეორე და მესამე ხაზზე კი – მხოლოდ 20 პროცენტი. მათ არ ეგონათ, რომ უკრაინელები პირველი ხაზის გარღვევას შეძლებდნენ.

ამასთანავე, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ საკვანძო ცვლილებები გაატარა. მან თავდაცვის მინისტრი ოლექსი რეზნიკოვი თანამდებობიდან გადააყენა და მის ნაცვლად  ყირიმელი თათარი დეპუტატი რუსტემ უმეროვი დანიშნა.

უკრაინის პრეზიდენტის თქმით,  ოლექსი რეზნიკოვმა სრულმასშტაბიანი ომის 550 დღეზე მეტი გამოიარა. თუმცა ახლა ფიქრობს, რომ თავდაცვის სამინისტროს ახალი მიდგომები და ურთიერთობის ახალი ფორმატები სჭირდება როგორც სამხედრო, ასევე საზოგადოებრივი თვალსაზრისით.

ამავდროულად, რუსეთმა კვლავ დაბომბა  დონეცკის რეგიონი, დაიღუპა   ორი ადამიანი, დაზიანდა რამდენიმე სახლი და ავტომობილი. რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ინფორმაციით, 92-ზე მეტი აფეთქების ხმა გაისმა ჩერნიჰივის რეგიონში, რომელიც რუსეთს ესაზღვრება, თუმცა დაღუპულთა შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.

 

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend