მთავარიმსოფლიოსოჭში რუსეთისა და თურქეთის პრეზიდენტები ხვდებიან

სოჭში რუსეთისა და თურქეთის პრეზიდენტები ხვდებიან

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი დღეს თავის თურქ კოლეგას რეჯეფ თაიფ ერდოღანს შეხვდება. მათ უნდა განიხილონ უკრაინის შავი ზღვის პორტებიდან საკვები პროდუქტების ექსპორტისა და მარცვეულის შეთანხმების განახლების საკითხები. როგორც ცნობილია, მოსკოვმა შეთანხმება გასულ ივლისს დატოვა. რუსეთში აცხადებენ, რომ თუკი მათი მოთხოვნები დაკმაყოფილდება, ისინი, სავარაუდოდ, დაუბრუნდებიან შეთანხმებას.

მოსკოვმა ეს განცხადება მას შემდეგ გააკეთა, რაც უკრაინელებმა გაავრცელეს ინფორმაცია, რომ  ორი სატვირთო გემი კიევის მიერ მოწყობილ ე.წ. უსაფრთხო დერეფანში გადაადგილდებოდა.

თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჰაკან ფიდანმა ხუთშაბათს მოსკოვში ვიზიტისას განაცხადა, რომ შავი ზღვის გავლით უკრაინული მარცვლეულის ექსპორტთან დაკავშირებული შეთანხმების განახლება კრიტიკულად მნიშვნელოვანია სასურსათო უსაფრთხოებისთვის. თურქეთს სურს, რომ მხარეები დაუბრუნდნენ შეთანხებას და ეს პლატფორმა სამშვიდობო მოლაპარაკებების საწარმოებლად გამოიყენონ.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend