რუსი ოკუპანტების საწინააღმდეგო მოქმედებები უკრაინაში, ფრონტის სამხრეთ ფლანგზე კვლავ აქტიურად მიმდინარეობს.
მელიტოპოლი-ბერდიანსკის მიმართულებით, კერძოდ, დასახლება რობოტინოს გათავისუფლების შემდეგ უკრაინული არმია ფლანგების გასაფართოებლად სამხედრო ოპერაციებს არ წყვეტს.
ომის შესწავლის ინსტიტუტის ანგარიშში უკრაინის შეიარაღებული ძალების დაჯგუფება „ტავრიის“ მეთაურის გენერალ ალექსანდრე ტარნავსკიზე დაყრდნობით აღნიშნულია, რომ უკრაინელმა სამხედროებმა ზაპორიჟიეს ოლქში რუსული თავდაცვის პირველი ხაზი გაარღვიეს და თავდაცვის მეორე ხაზს უახლოვდებიან. რუსულ სამხედრო ბლოგებზე კი აღნიშნულია, რომ უკრაინელებმა მოწინავე პოზიციები დაიკავეს და რომ რეალური თავდაცვის პირველ ხაზს კვლავ რუსები აკონტროლებენ.
უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილე, ჰანა მალიარი კი საუბრობს, რომ გასულ კვირას რუსეთის არმიის შეტევითი და თავდაცვითი შესაძლებლობები მნიშვნელოვნად შეასუსტა უკრაინის არმიის მოქმედებებმა. ჰანა მალიარი დასძენს, რომ გასულ კვირას უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა გაანეიტრალეს თითქმის 4000 მტრის ჯარისკაცი. იგულისხმება ბრძოლაში დაჭრილები, დაღუპულები და ტყვედ აყვანილი პირადი შემადგენლობა. ამასთან, უკრაინის არმიამ მოწინააღმდეგის პირადი შემადგენლობის თავშეყრის 77 ადგილზე მიიტანა იერიში და ათობით საბრძოლო მასალის საცავი და სამეთაურო საკონტროლო პუნქტი განადგურდა.
უკრაინული არმიის შეტევების პარალელურად რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა კვლავ დაბომბა უკრაინის ტერიტორია. როგორც უკრაინის შეიარაღებული ძალები იუწყება, რუსებმა კვლავ გამოიყენეს უპილოტო საფრენი აპარატები და სარაკეტო სისტემები. რუსული იერიშებისა და უკრაინის შეტევების ფონზე კი შემოდგომას უკრაინის შეიარაღებული ძალები სიახლით ხვდება. პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ახალი გადაწყვეტილება მიიღო და თავდაცვის მინისტრი შეცვალა. ოლექსი რეზნიკოვს რუსტემ უმეროვი ჩაანაცვლებს.
ახალი თავდაცვის მინისტრის გამოწვევას, საერთაშორისო მედიაში კორუფციასთან ბრძოლის გააქტიურებას უკავშირებენ. თავდაცვის უწყების მთავარ გამოწვევად კი ფრონტის ხაზზე მიღწეული წარმატების შენარჩუნება და გათავისუფლებული ტერიტორიების გაზრდა რჩება.
საქართველო
ევროპა
მსოფლიო
ბიზნესი
კულტურა
სპორტი
კუბი
მეტი
კატეგორიები
-
საქართველო
-
ევროპა
-
მსოფლიო
-
ბიზნესი
-
კულტურა
-
სპორტი
-
კუბი
-
მეტისერვისებიამინდი
კატეგორიები
საქართველო
ევროპა
ევროპა
Categories
უკრაინა
რუსეთი
გერმანია
საფრანგეთი
Programmes
Smart Regions
CULT
"ბილბორდი" ევრონიუს ჯორჯიაზე
თვითმხილველი
გლობალური საუბარი
მსოფლიო
მსოფლიო
Categories
European Union
აზია
აფრიკა
ამერიკა
ავსტრალია
Programmes
პრიზმა
წინანდლის ფესტივალი 2023
Scenes
ოკეანე
European Stories
ბაკურიანი 2023
ბიზნესი
ბიზნესი
Categories
ტექნოლოგია
საზოგადოება
ფოკუსი
პერსპექტივა
ბრიუსელის ბიურო
Programmes
Explore
ნამდვილი ეკონომიკა
ეკონომიკა
ბიზნესპლანეტა
Europe Decoded
QATAR 365
მეტი
მეტი
Special coverage
უკრაინა
რუსეთი
საფრანგეთი
გერმანია
გაერთიანებული სამეფო
იტალია
ესპანეთი
პარტნიორის კონტენტი
დღის ამბები
ევრონიუს ჯორჯიას სტუმარი
მთავარი ამბავი
სერვისები
ამინდი