კატეგორიები

ავსტრიაში, იტალიასა და სლოვენიაში კვლავ უამინდობაა

ავსტრიაში, იტალიასა და სლოვენიაში კვლავ უამინდობაა

ჩრდილოეთ იტალიაში ხანგრძლივმა წვიმამ მეწყრული პროცესების გააქტიურება და წყალდიდობები გამოიწვია. ქვეყნის ჩრდილოეთ და ცენტრალურ ნაწილში ძლიერი წვიმით გამოწვეული შედეგების გამო მეხანძრე-მაშველებს 100-ზე მეტ შემთხვევაზე მოუწიათ რეაგირება. დაშავებულთა და გარდაცვლილთა შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.

პიემონში მეხანძრე-მაშველებმა ადიდებული მდინარის შუაგულიდან შინაური ცხოველების გამოყვანა მოახერხეს. სამაშველო ოპერაციაში ჩართული იყო მაშველთა სამი ჯგუფი, რომლებმაც ყველა ცხოველი უვნებლად გადაარჩინეს.

ავსტრიაში კი 24 საათიანი ძლიერი წვიმის შემდეგ მსოფლიოში ცნობილი გაშტაინერის ჩანჩქერი, რომელიც ზალცბურგთან ახლოს მდებარეობს,  ტალახის უზარმაზარ ტალღად გადაიქცა.

ასევე დროგამოშვებით წვიმდა სლოვენიაშიც. განსაკურებით კი ლუბლიანასა და ზღვის სანაპიროზე. დაიტბორა მეტროს 3 სადგური და შეფერხდა მოძრაობა. დედაქალაქში მრავალი საათის განმავლობაში ასევე დაკეტილი იყო სამი მნიშვნელოვანი გზა.

დაკავშირებული ამბები
კომპანია „ალიბაბა“ ევროპაში ე.წ. ქლაუდის სერვისებისთვის მონაცემთა ცენტრების მშენებლობას გეგმავს საბერძნეთმა ბულგარეთს ქვეყნის პირველი იმპერიის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მმართველის, მეფე სამუილის, ნეშთი დაუბრუნა
სხვა ამბები