კატეგორიები

პრეზიდენტმა ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინაში არჩევნები შეიძლება მომავალ წელს ჩატარდეს

პრეზიდენტმა ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინაში არჩევნები შეიძლება მომავალ წელს ჩატარდეს

უკრაინელმა სამხედროებმა სრულად გაათავისუფლეს სოფელი რობოტინი, რომელიც ქვეყნის სამხრეთში-ზაპოროჟიის რეგიონში მდებარეობს.

თუმცა უკრაინელების წინსვლა ნელი ტემპით მიმდინარეობს, რადგან სამხედროებს მჭიდროდ დანაღმული ველების გავლა უწევთ. გავრცელდა გამნაღმვითი ოპერაციის ამსახველი კადრებიც.

ჩრდილო-აღმოსავლეთ ფრონტზე კი ადგილობრივები უარს აცხადებენ ევაკუაციაზე. რუსული ძალების გაზრდილი აქტივობების მიუხედავად, კუპიანსკის მოსახლეობა სოფლის დატოვებაზე უარს ამბობს. მიზეზებზე საუბრისას სიღარიბის შიშსა და მარტოობაზე მიანიშნებენ, ზოგს კი უბრალოდ არ სურს თავისი სახლის დატოვება.

პრეზიდენტმა ზელენსკიმ ერთ-ერთ სატელევიზიო ინტერვიუში განაცხადა, რომ უკრაინაში არჩევნები შეიძლება მომავალ წელს ჩატარდეს.  ამ განცხადებით ზელენსკიმ მიანიშნა, რომ რუსეთის პრეზიდენტისგან განსხვავებით, ის მიიჩნევს, რომ არჩვენების გამართვა ომის დროსაც შესაძლებელია.

ამავდროულად რუსეთის თავდაცვის სამინისტრო საზღვაო ქვეითთა კორპუსის კადრებს ავრცელებს და აცხადებს, რომ ორშაბათს მათ ყირიმის თავზე ორი უკრაინული დრონი ჩამოადგეს. მოსკოვში ასევე განაცხადეს, რომ ვლადივოსტოკში დააკავეს რუსეთის მოქალაქე და შეერთებული შტატების საკონსულოს ყოფილი თანამშრომელი, რომელიც შეერთებულ შტატებს ომთან დაკავშირებულ ინფორმაციას აწვდიდა.

დაკავშირებული ამბები
ზელენსკი პუტინს ღია წერილით მიმართავს და პირისპირ შეხვედრას ითხოვს მარკ რუტე: უკრაინა ახლა იმდენად წარმატებულია, რომ პუტინს 9 მაისის აღლუმის ჩატარება ზელენსკის ოფიციალური ნებართვით შეუძლია
სხვა ამბები