მთავარიევროპაუკრაინასამხრეთის ფრონტი: უკრაინის საბრძოლო დაპირისპირების ეპიცენტრი

სამხრეთის ფრონტი: უკრაინის საბრძოლო დაპირისპირების ეპიცენტრი

უკრაინის შეიარაღებული ძალების მესამე შემტევი ბრიგადა რუს ოკუპანტებს ბახმუტის ფლანგზე აქტიურად უტევს.

კონტრშეტევის ძირითადი მიმართულება იგივე რჩება – უკრაინის მცველები რუსებს ბახმუტის გარდა ფრონტის სამხრეთ ფლანგზეც უტევენ.
აქტიური საბრძოლო მოქმედებები მიმდინარეობს რუსებისგან გაწმენდილი რობოტინოს სამხრეთით. უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილის ჰანა მალიარის თქმით, რუსული იერიშის მიმართულებად კვლავ ფრონტის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილი წარმოადგენს, სადაც გასულ კვირას მძიმე საბრძოლო შეტაკებები მიმდინარეობდა.

მიუხედავად რუსული იერიშებისა, ოკუპანტებმა ვერ შეძლეს, მათი ოპერატიულ-ტაქტიკური მიზნების შესრულება – აცხადებენ უკრაინის თავდაცვის სამინისტროში.

ჰანა მალიარი დასძენს, რომ რუსების მიზანი – დაიბრუნონ ტერიტორიები, რომლებიც გასული წლის შემოდგომაზე დაკარგეს ხარკოვის რეგიონში, კვლავ ძალაშია, თუმცა ვერ ახორციელებენ ამას, რადგან უკრაინის შეიარაღებული ძალები აჩერებენ რუსებს, როგორც კუპიანსკის, ისე ლიმანის ფრონტზე.

აქტიური საბრძოლო მოქმედებებია ბახმუტის ფლანგზეც. სადაც როგორც ოფიციალური კიევი იუწყება ჯამში 44 კვადრატული კილომეტრია გათავისუფლებული.
უკრაინის შეიარაღებულ ძალებში აცხადებენ, რომ მოწინააღმდეგემ გასულ დღეს დიდი დანაკარგები განიცადა.

სამხრეთის მიმართულებაზე არსებულ სასტიკ საბრძოლო დაპირისპირებებზე რუსულ სამხედრო ბლოგებზეც საუბრობენ და აცხადებენ რომ რუსები უკრაინის შეიარაღებულ ძალებს საბრძოლო ტექნიკას უნადგურებენ.

როგორც ჩანს, ფრონტის მთელ არეალში ყველაზე სასტიკი დაპირისპირება სწორედ სამხრეთ მიმართულებაზეა.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend