კატეგორიები

„ვაგნერის” დაჯგუფების ლიდერი ევგენი პრიგოჟინი თვითმფრინავის ჩამოვარდნის შედეგად დაიღუპა

„ვაგნერის” დაჯგუფების ლიდერი ევგენი პრიგოჟინი თვითმფრინავის ჩამოვარდნის შედეგად დაიღუპა

რუსეთის ტვერის ოლქში თვითმფრინავი ჩამოვარდა, მგზავრთა შორის ევგენი პრიგოჟინიც ფიგურირებს, – ამის შესახებ ინფორმაციას ევრონიუსი ავრცელებს.

„როსავიაციის” ცნობით, თვითმფრინავის ჩამოვარდნის შედეგად 10 ადამიანი დაიღუპა.

უწყებაში აღნიშნეს, რომ მგზავრთა სიაში “ვაგნერის” დაჯგუფების ლიდერის ევგენი პრიგოჟინის სახელიც ფიგურირებს.

თვითმფრინავი ტვერის ოლქის დასახლებულ პუნქტ კუჟენკინას მახლობლად ჩამოვარდა. თვითმფრინავი მოსკოვიდან სანკტ-პეტერბურგში მიფრინავდა.

დაკავშირებული ამბები
კიევმა ფრონტის ხაზიდან ასობით კილომეტრით დაშორებულ რუსულ ენერგოობიექტებს დაარტყა რუსეთი უკრაინაში სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე მასირებულ შეტევებს აგრძელებს
სხვა ამბები