მთავარიმსოფლიობრიქსის სამიტი სამხრეთ აფრიკაში

ბრიქსის სამიტი სამხრეთ აფრიკაში

ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის პრეზიდენტი სი ძინპინი რუსი კოლეგისგან განსხვავებით სამხრეთ აფრიკაში ჩავიდა

სამხრეთ აფრიკაში საერთაშორისო ორგანიზაციის, ბრიქსის სამიტი 24 აგვისტოს ჩათვლით იმართება.

ბრიქსის წევრ სახელმწიფოებს აქვთ ამბიცია, რომ დიდი შვიდეულის სახელმწიფოებისა და დემოკრატიული დასავლეთის საპირწონე გახდნენ.

ბრიქსში გაწევრებულნი არიან ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა, რუსეთის ფედერაცია, ინდოეთი, ბრაზილია, სამხრეთ აფრიკა.

ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის პრეზიდენტი სი ძინპინი რუსი კოლეგისგან განსხვავებით სამხრეთ აფრიკაში ჩავიდა. მას სამხრეთ აფრიკის პრეზიდენტმა, სირილ რამაფოზამ უმასპინძლა.

ვლადიმერ პუტინი სამხრეთ აფრიკაში ბრიქსის სამიტს ვერ ესწრება, რადგან სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ მისი დაპატიმრების ორდერი გასცა, სამიტის მასპინძელი სახელმწიფო სამხრეთ აფრიკა კი ვალდებულია ჰააგას ორდერს დაემორჩილოს.

კორონავირუსის პანდემიის შემდეგ, ეს ბრიქსის წევრი სახელმწიფოების ლიდერების პირველი შეკრებაა.

 

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend