მთავარიევროპაუკრაინანიდერლანდების სამეფო უკრაინას 42 სამხედრო საჰაერო ხომალდს გადასცემს, კოპენჰაგენი - 19-ს

ნიდერლანდების სამეფო უკრაინას 42 სამხედრო საჰაერო ხომალდს გადასცემს, კოპენჰაგენი – 19-ს

დანიისა და ნიდერლანდების სამეფოებმა უკრაინისთვის ამერიკული სამხედრო საჰაერო ხომალდების, ეფ16 – ების გადაცემის შესახებ გადაწყვეტილება მიიღეს.

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, ეს ისტორიული გადაწყვეტილებაა.

კიევი დიდი ხანია, რაც დასავლეთს ამ სამხედრო საჰაერო ხომალდების გადაცემისკენ მოუწოდებს.

„დიდი მადლობა ომში თანადგომისთვის. დიდი მადლობა თავისუფლებისთვის ბრძოლისას დახმარებისთვის. თქვენ გვეხმარებით იმ ომში, რომელიც რუსეთმა წამოიწყო. კრემლში ამ ომის სხვა სახელმწიფოებში გადატანა სურთ, მათი მიზანია, რომ ომი თქვენს სახლებშიც მოვიდეს. რუსი ტერორისტები უკრაინულ ქალაქებსა და სოფლებს ბომბავენ, მაგრამ ამავე დროს ღიად აცხადებენ, რომ ეს არ კმარა. მათი სურვილია, რომ ეს ტანჯვა ევროპას მოედოს. რუსეთის მეზობლები დიდ საფრთხეში აღმოჩნდებიან თუ კრემლი გაიმარჯვებს”, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

ეფ 16 – ების უკრაინის სამხედრო საჰაერო ძალების არსენალში რამდენიმე თვეში გამოჩნდება.

ნიდერლანდების სამეფო უკრაინას 42 სამხედრო საჰაერო ხომალდს გადასცემს, კოპენჰაგენი – 19 -ს.

კრემლში აცხადებენ, რომ დასავლეთის მიერ მიღებული ეს გადაწყვეტილება დაპირისპირებას გაამწვავებს.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend