2024 წელს ოლიმპიური თამაშები საფრანგეთის დედაქალაქში გაიმართება.
მოსამზადებელი სამუშაოების ხარისხის შესამოწმებლად პარიზში 4 დღიანი სატესტო სპორტული ღონისძიებები იმართება.
65 ქალი სპორტსმენი სხვადასხვა შეჯიბრებაში მონაწილეობს. მათ შორის 1500 მეტრზე ცურვასა და 40 კილომეტრიან ველორბოლაში. გაიმართა 10 კილომეტრიანი მარათონიც.
რას ამბობენ სპორტსმენები:
„ეს ძალიან რთული იყო. არა მგონია, რომ ეს ჩემი საუკეთესო შეჯიბრი იყო, მაგრამ დღევანდელი დღისთვის მზადებაში დიდი ძალისხმევა ჩავდე”, – ბეთ პოტერი.
„ეს შესანიშნავი ღონისძიებაა, ყველას უხარია მონაწილეობა. ეს ალბათ ყველაზე მასშტაბური სპორტული ღონისძიებაა, რომელშიც ვყოფილვარ”, – ქეითი ზაფერესი.
„განსაკუთრებული შეგრძნებაა აქ ყოფნა. მე სამწუხაროდ, კარგად ვერ ვიასპარეზე. მიუხედავად ამისა, მიხარია რომ მონაწილეობის მიღების შესაძლებლობა მომეცა”, – კასანდრე ბეროგრანი.
ქალაქის ბევრ წერტილში იხილავთ მოსამზადებელ სამუშაოებს.
„ყველა დიდი ენთუზიაზმით არის განწყობილი. ჩვენს ქალაქს დიდი პოტენციალი აქვს. სპორტსმენებს გავესაუბრე და ისინი კმაყოფილნი არიან. ჯერჯერობით ყველა ვრწმუნდებით, რომ ყველაფერი წესრიგშია და ოლიმპიადა ჩატარდება ისე, როგორც ამას პარიზი იმსახურებს“, – მიიჩნევს პარიზის ოლიმპიადის საორგანიზაციო კომიტეტის მეთაური ტონი ესტანი.
ლონდონის შემდეგ პარიზი გახდება მეორე ქალაქი, რომელიც ოლიმპიადის სამგზის მასპინძელი იქნება. ეს ოლიმპიადა 8 მილიარდ ევროზე მეტი დაჯდება და მასში მონაწილეობას ბელარუსი და რუსი სპორტსმენები ვერ მიიღებენ.