მთავარიმსოფლიოევროპაპოლონეთი და რუსეთი საზღვრებს აძლიერებენ

პოლონეთი და რუსეთი საზღვრებს აძლიერებენ

პოლონეთმა ბელარუსის საზღვარზე დამატებით 2000 ჯარისკაცი გაგზავნა, რითაც გაორმაგდა სასაზღვრო სამსახურის მიერ მოთხოვნილი ძალების რაოდენობა. შინაგან საქმეთა სამინისტროში შიშობენ, რომ ბელარუსმა შესაძლოა მიგრანტების კრიზისის პროვოცირებას შეუწყოს ხელი. ვარშავა მინსკის მთავრობას ადამიანებით ვაჭრობასა და მიგრანტთა ნაკადის იარაღად გამოყენებაში ადანაშაუალებს. მინსკი ბრალდებას უარყოფს. ამასთანავე, რუსეთმა დასავლეთის საზღვრებზე დამატებითი ძალების განთავსების შესახებ განაცხადა.

რუსეთის თავდაცვის მინისტრის სერგეი შოიგუს განცხადებით,  რუსეთის ფედერაციის სამხედრო სამსახურს საფრთხე ემუქრება დასავლეთ და ჩრდილო-დასავლეთ სტრატეგიულ მიმართულებებზე. მისი თქმით, დესტაბილიზაციას ხელს უწყობს ფინეთისა და მომავალში შვედეთის ნატოში გაწევრება. დიდი ალბათობით, ფინეთის ტერიტორიაზე განთავსდება ნატოს დამატებითი სამხედრო კონტიგენტი და შეიარაღება. მისი აზრით, არსებობს რისკები პოლონეთის მილიტარიზაციასთან დაკავშირებით.

რუსეთმა უკვე განაცხადა, რომ  ბელარუსის ტერიტორიაზე სტრატეგიული ბირთვული შეიარაღების განთავსებას გეგმავს. წარუმატებელი სამხედრო აჯანყების შემდეგ ქვეყნის ტერიტორიაზე, პოლონეთისა და ლიეტუვის საზღვრებთან, კერძო სამხედრო კომპანიის „ვაგნერის“ მებრძოლები არიან მობილიზებული.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend