რვა ადამიანი დაშავდა რუსი სამხედროების მიერ ხერსონის დაბომბვის დროს. დაზიანდა საცხოვრებელი კორპუსები, ბიბლიოთეკა, ეკლესია და საზოგადოებრივი ტრანსპორტი. რუსებმა ტაძარი იმ დროს დაბომბეს, როდესაც მეხანძრეები იქ გაჩენილ ხანძარს აქრობდნენ. განადგურებულია სახურავის დიდი ნაწილი. თავის ყოველდღიურ მიმართვაში პრეზიდენტმა ზელენსკიმ სამხედრო კომისრებთან დაკავშირებულ გამოძიებაზეც ისაუბრა.
მან მოისმინა უსაფრთხოების სამსახურის უფროსისა და შინაგან საქმეთა მინისტრის ანგარიში. მათ დეტალურად განიხილეს ერთი მთავარი საკითხი, რომელიც სამხედრო კომისრების გამოძიებას უკავშირდება. ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, გამოვლინდა ძალადობის უამრავი ამაზრზენი შემთხვევა. მოპოვებულ მტკიცებულებას სისხლის სამართლის გამოძიების ფარგლებში საზოგადოებასაც წარუდგენენ.
უკრაინაში კი ერთ-ერთი არაკომერციული ორგანიზაცია მოქალაქეებსა და სამხედროებს დამწვრობის მკურნალობას უფასოდ სთავაზობს. ორგანიზაცია მოსკოვის მიერ უკრაინაში შეჭრიდან მალევე დაარსდა და იგი კერძო წყაროებიდან ფინანსდება. ამ ეტაპზე მათ 150-ზე მეტ ადამიანს უმკურნალეს.