კატეგორიები

რუსეთმა მდინარე დუნაის სანაპიროზე არსებული პორტები დრონებით დაბომბა

რუსეთმა მდინარე დუნაის სანაპიროზე არსებული პორტები დრონებით დაბომბა

რუსეთმა კამიკაძე დრონებით უკრაინაში, მდინარე დუნაის სანაპიროზე არსებული რენისა და იზმაილის პორტები დაბომბა. იერიში ოთხ საათს გრძელდებოდა. დაბომბილი პორტები ნატოს წევრი ქვეყნიდან – რუმინეთიდან სულ რამდენიმე ასეული მეტრის დაშორებით მდებარეობს. რუსეთის თავდასხმებს გამოეხმაურა რუმინეთის თავდაცვის სამინისტრო.

უწყების სპიკერის განცხადებით, რუმინეთში პირდაპირი სამხედრო საფრთხე ამ ეტაპზე არ არსებობს. დაბომბვიდან რამდენიმე საათის შემდეგ, ევრონიუსის გუნდი რენის პორტს მიუახლოვდა, რომელიც ნატოს წევრი ქვეყნის საზღვართან კონფლიქტის ყველაზე ახლო წერტილია.

დაკავშირებული ამბები
90 მილიარდი ევროს კრედიტის დამტკიცების შემდეგ, კიევი ევროკავშირში დაჩქარებულ გაწევრებას მოითხოვს ევროკავშირმა საბოლოოდ დაამტკიცა უკრაინისთვის გამოყოფილი 90-მილიარდიანი სესხი
სხვა ამბები