კატეგორიები

რუსეთის თავდასხმის დროს ოდესაში მყოფი ქართველი მეზღვაურები უსაფრთხოდ არიან

რუსეთის თავდასხმის დროს ოდესაში მყოფი ქართველი მეზღვაურები უსაფრთხოდ არიან

ოდესის ოლქზე რუსეთის თავდასხმის დროს გადარჩენილი ქართველი მეზღვაურები უსაფრთხოდ არიან – ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო ავრცელებს.

მათი თქმით, მეზღვაურები გუშინ ღამით უკვე რუმინეთის ტერიტორიაზე იყვნენ და უმოკლეს დროში დაბრუნდებიან საქართველოში. 24 ივლისს, რუსეთის მხრიდან ოდესაზე მორიგი შეტევის დროს, 6 ქართველი მეზღვაური იმყოფებოდა ოდესის ოლქის რენის ნავსადგურში, მალტის დროშის ქვეშ მცურავ გემზე.

დაკავშირებული ამბები
უკრაინა ტერიტორიული საკითხების განხილვას მხოლოდ ლიდერების დონეზე აპირებს სამშვიდობო მოლაპარაკებების მოლოდინში - რუსეთმა უკრაინის ოლქები ისევ დაბომბა
სხვა ამბები