მთავარიევრონიუს ჯორჯიას სტუმარიმერაბ აბრამიშვილის ოთხი ნამუშევარი ლონდონის ბონემის აუქციონზე წარადგინეს

მერაბ აბრამიშვილის ოთხი ნამუშევარი ლონდონის ბონემის აუქციონზე წარადგინეს

ლონდონის ბონემის აუქციონზე „ბრიტანული და ევროპული ხელოვნება“ ივლისის დასაწყისში წარმოდგენილი იყო მერაბ აბრამიშვილის ოთხი ნამუშევარი ევროპული კოლექციიდან. მხატვრის ნახატი “შავი ავაზა” ბონემის აუქციონზე წარდგენილ 47 ნამუშევარს შორის ყველაზე მაღალ ფასად- 89,630 ევროდ შეფასდა.

მერაბ აბრამიშვილის ნამუშევრების გარკვეული ნაწილი საქართველოს ეროვნულ მუზეუმშია, ნახატების უმეტესობა კი საქართველოს საზღვრებს გარეთ, კერძო კოლექციებშია დაცული. მხატვარს წარმოადგენს ბაია გალერეა.

ევრონიუს ჯორჯიას ეთერში ბაია გალერეის დირექტორმა ბაია წიქორიძემ ისაუბრა.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend