კატეგორიები

ევროპის სამხრეთ ნაწილში ძლიერი სიცხე და ხანძრებია

ევროპის სამხრეთ ნაწილში ძლიერი სიცხე და ხანძრებია

ხმელთაშუა ზღვის აუზის რამდენიმე ქვეყანაში ტყის ხანძრები მძვინვარებს. საბერძნეთში ძლიერი ქარი საქმეს ურთულებს მეხანძრეებს, რომლებიც მთელი ქვეყნის მასშტაბით ებრძვიან ცეცხლის კერებს. მაშველებმა სამი დასახლებიდან და საზაფხულო ბანაკიდან 900 ბავშვი გამოიყვანეს.

ესპანეთში, ლა-პალმას კუნძულზეც, გასულ შაბათს ტყის ხანძარი გაჩნდა. როგორც ექსპერტები ვარაუდობენ, ხანძარმა 5000 ჰექტარი მიწის ფართობი გაანადგურა, დაიწვა 20-ზე მეტი შენობა. შემთხვევის ადგილებიდან ევაკუირებულია 4000 მოქალაქე.

ძლიერი სიცხეა და 40 გრადუსს სცდება ტემპერატურა იტალიაშიც, სადაც იზრდება ტყის ხანძრების საფრთხე. ამავდროულად, პოლიცია იძიებს კატანიის აეროპორტში კვირას ღამით გაჩენილი ხანძრის მიზეზს. ხელისუფლებამ ოთხშაბათამდე ფრენები შეაჩერა.

Related news
ემანუელ მაკრონი საფრანგეთის ბირთვული შეკავების განახლებულ ხედვას წარადგენს უკრაინის საკითხზე ჟენევის მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი ხელშესახები შედეგის გარეშე დასრულდა
სხვა ამბები