კატეგორიები

შეერთებული შტატების 38 ქალაქში რეკორდულად მაღალ ტემპერატურას ელოდებიან

შეერთებული შტატების 38 ქალაქში რეკორდულად მაღალ ტემპერატურას ელოდებიან

რეკორდულად მაღალი ტემპერატურა საფრთხეს უქმნის ათეულობით მილიონ ამერიკელს, რომლებიც მოსალოდნელი ცხელი დღეებისთვის ემზადებიან. შეერთებული შტატების სამხრეთსა და დასავლეთში,  38 ქალაქში, მომდევნო 12 საათში ყველაზე მაღალ ტემპერატურას ელოდებიან. სინოპტიკოსები ვარაუდობენ, რომ ზოგიერთ ადგილას ტემპერატურა 48 გრადუსს მიაღწევს. ამერიკელების მესამედს, დაახლოებით 113 მილიონ ადამიანს, რომლებიც კალიფორნიიდან ვაშინგტონამდე მდებარე რეგიონებში ცხოვრობენ,  მთავრობა სიფრთხილისკენ მოუწოდებს.

სამხრეთ კალიფორნიაში კი გასულ უქმეებზე ტყის ხანძრები გაჩნდა. ერთ-ერთ ადგილზე ცეცხლმა  3075 ჰექტარი მიწის ფართობი გაანადგურა. ამ დროისთვის ლოკალიზებულია ხანძრის მხოლოდ 10 პროცენტი.  ე.წ. სიკვდილის ველზე, რომელიც დედამიწაზე ერთ-ერთი ყველაზე ცხელი ადგილია, ტემპერატურამ 52 გრადუსს მიაღწია. მიმდინარე თვის დასაწყისში  ძლიერი სიცხის გამო გარდაიცვალა ერთი ადამიანი,  რომელიც ეროვნული პარკის ტერიტორიაზე   საკუთარ მანქანაში იპოვეს.

დაკავშირებული ამბები
„ეს როტაციის გადავადებაა“, - აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი პოლონეთიდან 4000 სამხედროს გაყვანაზე აშშ-ის სასამართლომ არ დააკმაყოფილა ილონ მასკის სარჩელი სემ ალტმანის წინააღმდეგ
სხვა ამბები