კატეგორიები

ავსტრიაში მოქალაქეები სპეციალურად მოწყობილ გაგრილების ცენტრებს აფარებენ თავს

ავსტრიაში მოქალაქეები სპეციალურად მოწყობილ გაგრილების ცენტრებს აფარებენ თავს

ევროპის კონტინენტზე ძლიერი სიცხეა. „ეცადეთ, გაგრილდეთ!“ – ასე უჩვეულოდ დაიწყო ავსტრიაში ახალი ამბების წამყვანმა გადაცემა.

ავსტრიაში, ისე, როგორც სხვა რამდენიმე ევროპულ ქვეყანაში, ტემპერატურა 30 გრადუსს გადასცდა. მოქალაქეები იძულებული არიან, ხელისუფლების მიერ სპეციალურად მოწყობილ გაგრილების ცენტრებს მიმართონ.

ესპანეთშიც მაღალი ტემპერატურა იყო. რამდენიმე ადგილას 40 გრადუსსაც კი გადასცდა. ბევრისთვის გაგრილების ერთადერთი საშუალება საცურაო აუზი იყო.

მსგავსი ვითარებაა საფრანგეთშიც. ლიონსა და სხვა ქალაქებში რამდენიმე დღეა ძლიერი სიცხეა. მიმდინარე კვირას მოსალოდნელია შტორმები. ამინდის ცვლილება მოქალაქეებს მცირედით მაინც შეუმსუბუქებს ყოფას.

დაკავშირებული ამბები
ესპანეთის პრემიერ-მინისტრის თქმით, ირანის ომს ერაყის 2003 წლის ომზე „გაცილებით უარესი“ შედეგი ექნება ევროკავშირმა დროებით გადადო რუსული ნავთობის იმპორტის სამუდამოდ აკრძალვის შესახებ წინადადების წარდგენა
სხვა ამბები