მთავარიმსოფლიოევროპაძლიერი სიცხე ევროპის ქვეყნებში

ძლიერი სიცხე ევროპის ქვეყნებში

ევროპის უმეტეს ნაწილში ძლიერი სიცხეა. მოქალაქეები იძულებული არიან, გასაგრილებლად სხვადასხვა საშუალებას მიმართონ. ცენტრალურ საფრანგეთში, ლიონში, გასულ უქმეებზე ტემპერატურამ 38 გრადუსს მიაღწია. საფრანგეთის მეტეოროლოგიურ სამსახურში ამბობენ, რომ ეს არ არის უჩვეულო მოვლენა, თუმცა მოქალაქეებს, განსაკუთრებით მძიმე დაავადების მქონეთ, მაინც მოუწოდებენ, ფრთხილად იყვნენ.

გერმანიაშიც ტემპერატურა 38 გრადუსამდე ავიდა. ბევრი ადამიანი გასაგრილებლად ტბებსა და მდინარეებს მიმართავს,  თუმცა ასეთ შემთხვევაში არსებობს ე.წ. ცივი წყლის შოკის საფრთხე. ეს არის ორგანიზმის მყისიერი რეაქცია ცივ წყალზე, რამაც შესაძლოა სუნთქვის უკმარისობა გამოიწვიოს და ფატალურადაც კი დასრულდეს.

პოლონეთშიც ტემპერატურა 30 გრადუსს გადასცდა. ექიმები მოქალაქეებს მოუწოდებენ,   შუადღეს  სახლიდან არ გამოვიდნენ.  ეს გაფრთხილება განსაკუთრებით ეხებათ ბავშვებს, მოხუცებსა და სხვადასხვა დაავადების მქონე პირებს. გარეთ ყოფნისას კი აუცილებელია ქუდის ტარება და დღეში სამ ლიტრამდე წყლის მიღება.

ძლიერი სიცხეა რომშიც, სადაც ტურისტები, რომლებიც ღირსშესანიშნაობების დასათვალიერებლად არიან ქვეყანაში ჩასული, იძულებული არიან ჩრდილს შეაფარონ თავი და  ნაყინით ან შადრევნის წყლით გაგრილდნენ.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend