მთავარიგადაცემებიბიზნესპლანეტაევროპის უნიფიცირებული პატენტი ხელს უწყობს ინოვაციას და ამარტივებს პატენტის დაცვას

ევროპის უნიფიცირებული პატენტი ხელს უწყობს ინოვაციას და ამარტივებს პატენტის დაცვას

ევროკავშირში ინოვაციების წამოწყება მომავალში გაცილებით მარტივი იქნება ევროპის ახალი უნიფიცირებული პატენტის წყალობით, რომელიც ძალაში 2023 წლის პირველ ივნისს შევიდა.

ნიდერლანდებში მზის ამ მცურავ ელექტროსადგურ SolarisFloat -ზე დამონტაჟებული პანელები მზის ენერგიას ყვავილის მსგავსად იწოვს – მზის თითოეულ სხივს შთანთქავს, რათა რაც შეიძლება მეტი ელექტროენერგია აწარმოოს.

ეს მზის პანელების წყობა, რომელსაც სახელად პროტევსი ჰქვია, ბერძნული ზღვის ღვთაების მსგავსად, ერთ-ერთი პირველი ელექტროსადგურია, რომელიც მზის მცურავ ფოტოელემენტებსა და ტექნოლოგიას ისე აერთიანებს, რომ ამ პლატფორმას შეუძლია მზეს კვალდაკვალ მიჰყვეს აღმოსავლეთიდან დასავლეთით მთელი დღის განმავლობაში. ღამით კი პლატფორმა ისევ გადაიტვირთება ხოლმე.

როტერდამის მახლობლად 2018 წლის ზაფხულში დამონტაჟებული მზის პანელები პილოტური პროექტის ნაწილია. ისინი ნიდერლანდების გამოყენებითი მეცნიერული კვლევის ორგანიზაციამ (Netherlands Organization for Applied Scientific Research) TNO-მ დაამონტაჟა ასე  მზის პანელების მცურავ მწკრივებად. იან კრუნი ამ პროგრამის კოორდინატორია.

იან კრუნი, კომპანია TNO-ის პროგრამის კოორდინატორი:

„მცურავი მზის პანელები სიახლეა, ეს არის მზის ფოტოელემენტების ახლებური განთავსება და მას შესაძლოა გარკვეული უპირატესობა ჰქონდეს, განსაკუთრებთ  ისეთ ქვეყნებში, სადაც მიწა ნაკლებია, წყალი კი უხვადაა.“

პორტუგალიური კომპანია SolarisFloat-ი  – რომელმაც პროტევსი შექმნა, გასულ წელს ევროპის გამომგონებელთა დაჯილდოებაზე მცირე და საშუალო ბიზნესის კატეგორიაში ფინალისტი იყო. კომპანიამ ხუთი პატენტი დაარეგისტრირა, რათა დაეცვა საკუთარი კვლევა და ინოვაცია, რომლის წყალობითაც ელექტროენერგიის წარმოების 40-პროცენტიანი ზრდის იდეა რეალურ მექანიზმად აქცია.

„ენერგიის წარმოება პიკს, როგორც წესი, შუადღისას აღწევს, როდესაც მზე ყველაზე მაღლა დგას. როდესაც მზეს კვალდაკვალ მიჰყვები, ეს პიკური პერიოდი უფრო ხანგრძლივდება,“ – ამბობს ანტონიო დუარტე,  კომპანია SolarisFloat-ის გენერალური მენეჯერი.

თუმცა აქამდე ევროპაში თუკი კომპანიას საკუთარი ინტელექტუალური საკუთრების დაცვა სურდა – ისევე, როგორც ეს Solaris Float-ის ტექნოლოგიის შემთხვევაში მოხდა – ძალიან რთული საკანონმდებლო ლაბირინთი უნდა გაევლო: პატენტი უნდა მოეთხოვა ერთ ან რამდენიმე ქვეყანაში, შეეძლო მთელი ევროპის მასშტაბით მოქმედი ერთი პატენტი დაერეგისტრირებინა, თუმცა ამ შემთხვევაში ევროკავშირის თითოეულ წევრ ქვეყანაში ცალ-ცალკე უნდა გადაეხადა პატენტის საფასური.

2023 წლის ივნისში ძალაში შევიდა უნიფიცირებული პატენტი, რომელიც პატენტის ერთიან ბაზარს ამკვიდრებს. ეს არის ერთი ფანჯრის პრინციპი, რომელიც უფრო იაფია და თავიდან 17 ქვეყანაში  იმოქმედებს.  ნებისმიერი სამართლებრივი დავა კი ახლად შექმნილ ერთიანი პატენტის სასამართლოში განიხილება.

„ჩვენი აზრით, უნიფიცირებული პატენტის დიდი უპირატესობა ის არის, რომ ის შეამცირებს ხარჯსა და ლოგისტიკას,“ -განმარტავს ანტონიო დუარტე.  „მხოლოდ ერთი პატენტი გექნება ასაღები –  ერთიანი პატენტი, რომელიც რამდენიმე ქვეყანას მოიცავს და მჯერა, რომ ის ევროპაში პატენტის აღებას წაახალისებს.“

მზის მოტივტივე ელექტროსადგურიდან სულ რამდენიმე კილომეტრის მოშორებით ნიდერლანდური სოფლის მეურნეობისთვის განკუთვნილი რობოტების მწარმოებელი კომპანია Lely-ი მდებარეობს, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე დიდი პატენტის  მფლობელია ნიდერლანდებში.

2019 წელს ეს კომპანია ევროპელ გამომგონებელთა დაჯილდოების ფინალისტი იყო. მათი პატენტებიდან რამდენიმე მწველავ რობოტს უკავშირდება. ამ რობოტმა რძის მწარმოებელი ფერმერების საქმიანობაში რევოლუცია მოახდინა, რადგან  მისი დახმარებით ძროხები თავად ირჩევენ მოწველის დროს.

„ძროხები თავისუფლად არიან, თავისუფლად დადიან რძის მოსაგროვებლად, ეს მათი ჯანმრთელობისთვისაც კარგია და ცხოვრების პირობებსაც უუმჯობესებს. ჩვენი საქონელი კარგად გრძნობს თავს, ბედნიერია ფერმერიც და ფერმერის ცოლიც,“ – ამბობს ვან დენ ბერგი, კომპანია Farm Nescio-ის ფერმერი.

ამ ფერმაში მუშაობს რამდენიმე სასოფლო სამეურნეო რობოტი, რომლებიც საქონელს კვებავენ და მათ სადგომსაც ასუფთავებენ. ასეთი რობოტია „სფერო“. ამ რობოტით  Lely-მა სცადა, რომ მერძევეობაში ცირკულარული სისტემა დაენერგა, რადგან ნაკელისგან სასუქს აწარმოებს.

მარტინ ბულენსი,  კომპანია Lely-ის მთავარი ტექნოლოგი:

„სფერო აკავებს აზოტს, რის შედეგადაც ამიაკიც აღარ იფრქვევა ჰაერში   და მას სასუქად გარდაქმნის. რობოტიზაცია ჩვენთვის ძალიან მომგებიანია, ის მონაცემების გამოყენებასაც აადვილებს, ფერმერებს ცხოვრებას უმარტივებს, ისინი უკეთ იყენებენ მონაცემებს, ხელოვნურ ინტელექტს.“

ეს ყველაფერი კი შეუძლებელი იქნებოდა პატენტის უნიფიცირებული  სისტემის გარეშე.

„ჩვენ უამრავი გამოგონება დავაპატენტეთ, ჩემი აზრით, 300-ზე მეტი გამოგონებისთვის 1600-ზე მეტი პატენტი ავიღეთ,“ – განმარტავს მარტინ ბულენსი. „მიმაჩნია, რომ უამრავი ინოვაციური კომპანიისა თუ გამომგონებლისთვის გაცილებით მარტივი იქნება უნიფიცირებული  პატენტის აღება.“

ფუტურისტული რძის ფერმა იქნება თუ მცურავი მზის ელექტროსადგური, ფაქტია, რომ ევროპაში ინოვაციის ბუმია. იმედოვნებენ, რომ უნიფიცირებული პატენტი კიდევ უფრო გაუმარტივებს გამომგონებლებს, რომ საკუთარი საოცარი იდეები რეალობად აქციონ.

ავტორი: ანდრეა ბოლითო

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend